თბილისის "ლოკომოტივის" კრიზისი გრძელდება - "დილამ" თბილისში იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "ლოკომოტივის" კრიზისი გრძელდება. "რკინიგზელებმა" გორის "დილას" უმასპინძლეს და 1:2 დამარცხდნენ.

მასპინძლებს, რომლებსაც გიორგი ჭიაბრიშვილი ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის გამო ვერ მოძღვრავდა, გორელებთან შეხვედრის შემდეგ ჩემპიონატში ზედიზედ ოთხთამაშიანი  მოუგებელი სერია აქვთ.

პირველი ტაიმი მთლიანად "დილასი" იყო, გოლი კი შეხვედრის დასაწყისში გავიდა - მადინგამ კამარას პასი გამოიყენა.

მეორე ტაიმში "ლოკომოტივმა" თამაშის გამწვავება ირაკლი სიხარულიძის საშუალებით სცადა.  მალე კი გორელებმა კიდევ ერთი გაიტანეს - ახლა უკვე უსმანა კამარას გაუკეთეს მშვენიერი პასი (ნიკა გაგნიძემ).

"ლოკომოტივმა" თამაშში დაბრუნება მოახერხა - ნიკა სანდოხაძემ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. თუმცა საბოლოო შედეგი აღარ შეცვლილა.

თბილისი, "დინამო არენა"
"ლოკომოტივი" - "დილა" 1:2
გოლები: 0:1 მადინგა (13), 0:2 მადინგა (54), 1:2 სანდოხაძე (64)

"ლოკომოტივმა" სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუარესა, 15 ქულით მეხუთეზეა და უახლოეს შეხვედრას "შუქურასთან" სტუმრად გამართავს. "დილას" 22 ქულა აქვს და 11 მაისს "სამგურალს" უმასპინძლებს.

altჭიაბრიშვილი - ათი მატჩით, ნემსაძის თანაშემწე - სამით, "სამგურალი" უმაყურებლოდ - სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვიტა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლოკომოტივი არ უნდა იყოს ეროვნულ ლიგაში,სადმე მესამე ლიგაში აგირავოს ბურთი,ჭიჭიკო გუნდია
3

სიახლეები პოპულარული