დიდი ზეიმი და ბათუმელთა გამარჯვება ახალ არენაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ახალ „ბათუმი არენაზე“ ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" 1:0 დაამარცხა.

ლიდერთა შეხვედრა ისედაც საინტერესო იყო და მით უმეტეს ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი მატჩი ჩატარდა. პირველ ტაიმში ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რომლებსაც აქტიურად უჭერდნენ მხარს გულშემატკივრები, სისტემტურად უტევდნენ და 42-ე წუთზე ჯიღაურმა თავისი გუნდი დააწინაურა. ეს მიმდინარე ჩემპიონატზე მისი მეხუთე გოლია. რაც შეეხება სტუმრებს, ძალიან პასიურად გამოიყურებოდნენ და მომენტებს ვერ ქმნიდნენ.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა და კვასხვაძემ მამუჩაშვილის დარტყმული ბურთი მოიგერია, შემდეგ პირველი მომენტი
დედაქალაქელებმა შექმნეს, მაგრამ კუპატაძემ მარუშიჩს არ დაანება გოლის გატანა. 63-ე წუთზე თბილისელთა გუნდში ქარდავას ნაცვლად შეცვლაზე ანანიძე შევიდა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა. თუმცა, ჯანომ თავისი გუნდის შეტევების გამწვავება ვერ შეძლო და ზღვისპირელებმა გიმარჯვეს.

ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" 25-25 ქულა აქვთ, მაგრამ უკეთესი დამატებითი მაჩვენებლების წყალობით გეგუჩაძის შეგირდები გალიდერდნენ.

12 მაისს ბათუმის „დინამო“ გასვლაზე „სამტრედიას“ შეხვდება, თბილისის „დიმამო“ კი იმავე დღეს „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.

ბათუმი. „ბათუმი არენა“
დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 1:0
გოლი: ჯიღაური (42)

დინამო (ბთ) (4-5-1): კუპატაძე, ნავალოვსკი (მანჯგალაძე 67), აზაცკი (კ), კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ტეიდი, ჯიღაური, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (ზარია 76), გროზურეკი (აზაროვი 58), ფანცულაია (შინდაგორიძე 66)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

დინამო (თბ) (3-5-2): კვასხვაძე, კობოური, მონხილი, სპორკსლედე, ხვადაგიანი, ქარდავა (ანანიძე 63), რადინი, პაპავა (კ), მექვაბიშვილი (კუცია 71), გაბედავა (ახვლედიანი 59), მარუშიჩი (კეიტა 63)

მწვრთნელი: ნემსაძე

მკითხველის კომენტარები / 11 /
ესეთი ატმოსფერო რომ იყოს სულ, ყველა ეროვნული ლიგის ყველა თამაშს ვნახავდი. მართლა მატჩზე მეტი იყო ეს
თორნიკე
23:40 08-05-2021
1
იმედია ბათუმის ქომაგების მაგალითი იქნება თბილისელი ქომაგებისა, რომ მივიდნენ სტადიონზე, უნდა გაკეთდეს სტადიონები სხვა რეგიონებშიც და ლამაზი ჩემპიონატი გვექნება, ასე იქნება თბილისშიც სტიმულს ერთი მისცემს მეორეს.
ზუკა
02:42 09-05-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული