ეროვნული ლიგის მე-11 ტურში ბათუმის "დინამომ" "შუქურა" 8:1 გაანადგურა.
პირველი გოლი მასპინძლებმა შეხვედრის მე-14 წუთზე გაიტანეს, რის შემდეგაც ბათუმელებმა 8 უპასუხო გოლის გატანა მოახერხეს და მეტოქე პირწმინდად დაჩაგრეს.
ამრიგად, ბათუმის "დინამო" 22 ქულით ეროვნულ ლიგას ლიდერობს, "შუქურა" კი 13 ქულით მეექვსე ადგილზეა.
ბათუმელები მომდევნო შეხვედრას 8 მაისს, თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო "შუქურა" იმავე დღეს "სამტრედიას" უმასპინძლებს.
ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
შუქურა - დინამო (ბთ) 1:8
გოლები: 1:0 ინგოროყვა (14), 1:1 მამუჩაშვილი (19), 1:2 გროზურეკი (23), 1:3 გროზურეკი (28), 1:4 ფანცულაია (42), 1:5 ჯიღაური (55), 1:6 ფანცულაია (69), 1:7 ჯიღაური (76), 1:8 ზარია (89)