როგორც ჩანს, ქუთაისის "ტორპედოს" ფინანსურ პრობლემებს ბოლო არ უჩანს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კლუბში არსებული დავალიანება ჯერ კიდევ გადაუხდელია. ამაზე სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" კახა ჩხეტიანიც საუბრობდა.
"ტორპედო", რომელიც ეროვნულ ლიგაში მოუგებლად ასპარეზობს და უკანასკნელ საფეხურზეა, უახლოეს შეხვედრას სამშაბათს, 11 მაისს, "თელავთან" გამართავს.
Sportall-ის ინფორმაციით, გუნდის ძირითადი შემადგენლობა ვარჯიშსა და თამაშზე უარს ამბობდა და იყო შანსი, თელავში დუბლშემადგენლობას ეთამაშა. ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ გუნდი უახლოეს ტურში იასპარეზებს, მაგრამ რა მოხდება, თუკი ხელფასებით უზრუნველყოფა უკვე მესამე თვეშიც არ მოხდა, რთული სათქმელია.
უკვე დიდი ხანია ყველა იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში პრობლემები მოგვარდება. თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ იმედად ყოფნა საკმარისი არ არის...
ჯერ იყო და ის ვისოლი, კარგი იყო თუ ცუდი, თავის ფულს რომ ხარჯავდა და დედის დედას აგინებდნენ, მერე აფერისტი ჩაჩავა მოიყვანეს, მერე ჯანინი-მანინის გოუმარჯოსო და თურმე კალაძე შერჩათ ხელში, იქნებ მაგ ხალხს ვინცხა ჭკუამოსაკიტხმა უთხრას, რომ დაანებონ ამ მათივე არეულუ გუნდის საქმეში ჩარევა და მიხედონ ტრიბუნას და დროშის ქნევას და ბარაბანს
რა ტვინი წაიღეთ. არ ყავს პატრონი და გაუშვით მესამე ლიგაში.
მორჩა და გათავდა!