"ტორპედო" პროტესტის პირასაა - გუნდში პრობლემები არ მთავრდება

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ქუთაისის "ტორპედოს" ფინანსურ პრობლემებს ბოლო არ უჩანს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კლუბში არსებული დავალიანება ჯერ კიდევ გადაუხდელია. ამაზე სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" კახა ჩხეტიანიც საუბრობდა.

"ტორპედო", რომელიც ეროვნულ ლიგაში მოუგებლად ასპარეზობს და უკანასკნელ საფეხურზეა, უახლოეს შეხვედრას სამშაბათს, 11 მაისს, "თელავთან" გამართავს.

Sportall-ის ინფორმაციით, გუნდის ძირითადი შემადგენლობა ვარჯიშსა და თამაშზე უარს ამბობდა და იყო შანსი, თელავში დუბლშემადგენლობას ეთამაშა. ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ გუნდი უახლოეს ტურში იასპარეზებს, მაგრამ რა მოხდება, თუკი ხელფასებით უზრუნველყოფა უკვე მესამე თვეშიც არ მოხდა, რთული სათქმელია.

ფაქტობრივად, გუნდი ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების დაწყების წინა დღეებში შეიკრიბა, რაც გამოსვლაზეც უარყოფითად ისახება. ამას კი მსგავსი პრობლემები ემატება.

უკვე დიდი ხანია ყველა იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში პრობლემები მოგვარდება. თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ იმედად ყოფნა საკმარისი არ არის...

მკითხველის კომენტარები / 11 /
რაო კიდევ ვერ ისწავლე ქართული ასოებით წერა?არც წამიკითხია და ვიცი ფიფიას,ფედერაციას,დანარჩენ საქართველოს ადანაშაულებ ყველაფერში არა? რაო მანინიზე რომ გეუბნეოდნენ ბლეფიაო შენ იმუქრებოდი ეხლა ნახავს დინამო რას ვუზავთო.წაით სახლებში ეხლა.......
kutaisels
18:26 11-05-2021
3
ak komentarebchic etkoba ramdens unda torpedos gagdeba , 3 celia meti cvalobs gundi, erti normaluri sponsori ar egirsa, bichebi mainc gadian da tamachoben, pegburtels ro tveobit xelpass ar micem imas ra tamachi unda motxovo, kutaisis mtavroba tbilisis gareche nabijs ver dgams, ramdens undoda torpedo magram ekonomikis saministrom uari utxra kvelas, ras izam kutaisia, zgva ak araa gemebi da porti, vis rachi chirdeba kutaislebis garda.romc gavardes torpedo mainc viamakeb chemi gundit, sakartvelo arasdros cheurcxvenia, dalakebtan da mckemsebtan mainc ar vagebt astronomiuli angarichebit.
KUTAISELI
14:38 11-05-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული