"ტორპედომ" გასვლაზე "თელავი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-13 ტურში "ტორპედომ" სტუმრად "თელავი" 4:0 დაამარცხა.

"ტორპედო" უკანსკნელ ტურებში თანდათან უმატებდა. ეს მატჩიც დამაჯერებლად ჩაატარა და სრულიად დამსახურებული, მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

"ტორპედო" 10 ქულით მერვე ადგილზეა, "თელავი" კი 8 ქულით - მეათეზე.

16 მაისს „ტორპედო“ „დილას“ უმასპინძლებს, ხოლო იმავე დღეს „თელავი“ თბილისში „დინამოს“ შეხვდება.

თელავი. კავკასიონი არენა
თელავი - ტორპედო 0:4
გოლები: 0:1 ძარია (27), 0:2 რეკიში (41), 0:3 კვერნაძე (60), 0:4 ჩაკვეტაძე 88)

თელავი (3-4-3): თანდილაშვილი, მარაქველიძე, ბერიაშვილი (კ), ფაცაცია (ციცქიშვილი, 46), ძოწენიძე (ხაბულიანი
75), შერგელაშვილი, ჯანელიძე, ბაიბილაევი (ჯიქია 63), ინჯგია (აშორტია 75), არდაზიშვილი, შეყილაძე (კოხრეიძე 63)

მწვრთნელი: აბულაძე

ტორპედო (4-4-2): ჰამზიჩი, მირცხულავა (კ), ქაფიანიძე, ნადარაია, ინკუმი, ჩალაძე, მამასახლისი, ძარია (ჩაკვეტაძე 71), ბუკასი (ტაბატაძე 69), რეკიში (ზიდანი 69), კვერნაძე (ჩარგეიშვილი 61)

მწვრთნელი: აშვეთია

მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთხელ ცოცხიც ისვრის.
წიწაკაან
11 მაისი 2021 21:31
16
საკუთარი გუნდის გულშემატკივარი მაინც, რომ იყო. ეგრე არ დაწერდი. მაგრამ ეტყობა "ბალეშჩიკი"-ც კი არა ხარ.
ტორპედოს რა დაემართა და როგორ დაშალეს ვიცით.
თელავს რა დაემართა არ ვიცით არავინ. არადა არ ჩანდა ცუდი გუნდი. ამ თამაშში კი საერთოდ რა დაემართათ გაუგებარია. არც მასეთი სხვაობაა ამ გუნდებს შორის 0:4 რომ დამთავრებულიყო. ქუთაისში 2:2 უფრო კარგი სანახავი თამაში იყო.
გამარჯვებაც მაშინ უფრო სასიამოვნოა როცა მოედანზე ორივე გუნდი კარგად თამაშობს და ერთმანეთს არ ხოცავენ (იყო არასასიამოვნო ეპიზოდი).
იმედია ტორპედო ნელ-ნელა დაიბრუნებს თავის ძალებს და თელავიც ისევ იქნება ისეთი მებრძოლი გუნდი, როგორსაც შეგვაჩვიეს აქამდე.
და საერთოდ თუ წინსვლა გვინდა ძალიან გვჭირდება ფეხზე მყარად მდგომი გუნდები და მათ გვერდში მდგომი ნამდვილი გულშემატკივრები. პირველ რიგში საკუტარი გუნდის და მერე მეტოქის პატივისცემაც რომ შეუძლიათ.
ქუთაისი
12 მაისი 2021 11:26
0
წიიიიინ ჩვენო ერთადერთო სიამაყევ ქუთაისის ტორპედოოოოო. ესე კიდევ უამრავჯერ გაგეხარებიოს შენზე გულით მოსიყვარულე ყველა გულშემატკივრები.
Apolon
11 მაისი 2021 19:04
1

სიახლეები პოპულარული