ბუკასიმ კოხტა თავურით "ტორპედოს" "საბურთალოსთან" ქულა მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-12 ტურში "ტორპედოსა" და "საბურთალოს" მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

"საბურთალო" პირველ ტაიმში მანდრიჩენკომ დააწინაურა, შესვენების შემდეგ კი თბილისურმა გუნდმა ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ზრუნვა, რისთვისაც დაისაჯა კიდეც. "ტორპედოს" შეტევა აშკარად გააძლიერეს შეცვლაზე შესულმა სალაკუმ და ბუკასიმ და საპასუხო გოლიც გავიდა. სალაკუს ჩაწოდებულ ბურთს ბუკასიმ კოხტა თავურით გოშაძის კარში მიუჩინა ადგილი და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

"საბურთალომ" ზედიზედ სამი მოგების მერე გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო და 21 ქულით მეოთხე ადგილზეა, "ტორპედო" კი 7 ქულით აუტსაიდერია.

11 მაისს „ტორპედო“ სტუმრად „თელავს“
შეხვდება, ხოლო 12 მაისს „საბურთალო“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო - საბურთალო 1:1
გოლები: 0:1 მანდრიჩენკო (29), 1:1 ბუკასი (86)

ტორპედო (4-3-2-1): ჰამზიჩი, მირცხულავა (კ), ქაფიანიძე, ნადარაია, ინკუმი (ვ. ტაბატაძე 63), ჩალაძე, ჩაკვეტაძე (რეკიში 63), მამასახლისი, ძარია (სალაკუ 83), შარვაშიძე (ბუკასი 75), კვერნაძე (ჩარგეიშვილი 46)

მწვრთნელი: ბაბუნაშვილი

საბურთალო (4-4-2): გოშაძე, მალი (შულაია 70), ლაცაბიძე, ჯგერენაია (ცნობილაძე 57), კაკუბავა (კ), მუდრაკი, ი. ტაბატაძე (თ. ტაბატაძე 70), ძებნიაური, ლ. ნონიკაშვილი (ჯინჯოლავა 75), გოჩოლეიშვილი, მანდრიჩენკო (კოხრეიძე 75)

მწვრთნელი: შუბითიძე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული