მატჩი საინტერესო გამოდგა, სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა და ლამაზი სანახავი იყო. დებიუტში სტუმრები კირკიტაძემ დააწინაურა. მასპინძლები ბევრს უტევდნენ, გოლი კი ისევ წყალტუბოელებმა გაიტანეს - ფრუიძემ 63-ე წუთზე ორმაგი ცვლილება განახორციელა, მოედანზე ბუხაიძე და ახვლედიანი შეუშვა და სწორედ ბუხაიძის პასის შემდეგ დალაშქრა ახვლედიანმა გუგეშაშვილის კარი. მალე ეტოუმ ანგარიში გაათანაბრა და თამაში კიდევ უფრო გამწვავდა.
დარჩენილ დროში გორული გუნდი ბევრს უტევდა, ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს და წყალტუბოელებმა პირველ წრეში დამარცხებისათვის რევანში აიღეს.
"დილა" 22 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო "სამგურალი" 16 ქულით მე-5 პოზიციაზე გადავიდა.
16 მაისს „დილა“ ქუთაისში „ტორპედოს“ დაუპირისპირდება, „სამგურალი“ კი „შუქურას“ უმასპინძლებს.
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - სამგურალი 1:2
გოლები: 0:1 კირკიტაძე (4), 0:2 ახვლედიანი (68), 1:2 ეტოუ (73)
დილა (4-2-1-3): გუგეშაშვილი, ჩიტეიშვილი, მაისაშვილი (კ), სანტოსი (კოუგბენია 73), სილვა, ეტოუ, ნონდი, გაგნიძე, მადინგა, ღუდუშაური (ნემსაძე 68), კამარა
მწვრთნელი: დემჩენკო
სამგურალი (4-2-3-1): ქვილითაია, ბანძელაძე (მჭედლიშვილი 81), პატარკაციშვილი, გილმორი (კიკაბიძე 81), ქურდაძე, ბურჯანაძე, ფონიავა (კ), კირკიტაძე (დოლიძე 75), ლექვთაძე (ახვლედიანი 63), კუხიანიძე (ბუხაიძე 63), კალანდარიშვილი
მწვრთნელი: ფრუიძე