"ლოკომოტივმა" მოუგებელი სერია უკანასკნელ წამებზე შეწყვიტა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე" ქობულეთის "შუქურამ" თბილისის "ლოკომოტივი" მიიღო. სტუმრებმა გამარჯვების გოლი მატჩის საფინალო სასტვემამდე ცოტა ხნით ადრე გაიტანეს.

შეხვედრამ ერთხელაც დაგვარწმუნა, რომ ქობულეთელები დაცვით ფაზაში მშვენივრად გამოიყურებიან, მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩენილი "ლოკომოტივი" (ჭიაბრიშვილი დისკვალიფიცირებულია) კი ნამდვილად არაა ჩვეულ ფორმაში. 

ზესტაფონურ მატჩში გამარჯვება ორივე გუნდს შეეძლო. "რკინიგზელები" რამდენჯერმე გიორგი მამარდაშვილმა გადაარჩინა. კარგი საგოლე შანსები ჰქონდათ ირაკლი სიხარულიძესა და ბექა დარცმელიას, მაგრამ ქობულეთელები მაშინ გაშვებულ გოლს გადაურჩნენ.

შეხვედრის 93-ე წუთზე კი ომარ იმრანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
შუქურა - ლოკომოტივი 0:1
გოლი:
ომარ იმრანი (90+3)

როგორც "შუქურა", ასევე "ლოკომოტივი", ცხრილის შუაში არიან. უახლოეს ტურში "ლოკომოტივი" სამტრედიას" უმასპინძლებს, "შუქურა კი "სამგურალს" ესტუმრება.

altკაშია ეროვნულ ლიგაში გოლით დაბრუნდა, "ლოკომოტივი" ბათუმს დაუზავდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული