შეხვედრამ ერთხელაც დაგვარწმუნა, რომ ქობულეთელები დაცვით ფაზაში მშვენივრად გამოიყურებიან, მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩენილი "ლოკომოტივი" (ჭიაბრიშვილი დისკვალიფიცირებულია) კი ნამდვილად არაა ჩვეულ ფორმაში.
ზესტაფონურ მატჩში გამარჯვება ორივე გუნდს შეეძლო. "რკინიგზელები" რამდენჯერმე გიორგი მამარდაშვილმა გადაარჩინა. კარგი საგოლე შანსები ჰქონდათ ირაკლი სიხარულიძესა და ბექა დარცმელიას, მაგრამ ქობულეთელები მაშინ გაშვებულ გოლს გადაურჩნენ.
შეხვედრის 93-ე წუთზე კი ომარ იმრანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
შუქურა - ლოკომოტივი 0:1
გოლი: ომარ იმრანი (90+3)როგორც "შუქურა", ასევე "ლოკომოტივი", ცხრილის შუაში არიან. უახლოეს ტურში "ლოკომოტივი" სამტრედიას" უმასპინძლებს, "შუქურა კი "სამგურალს" ესტუმრება.
კაშია ეროვნულ ლიგაში გოლით დაბრუნდა, "ლოკომოტივი" ბათუმს დაუზავდა [VIDEO]