"სამგურალი" და კუხიანიძე წარმატებულ სერიას აგრძელებენ...

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე -14 ტურში წყალტუბოს "სამგურალმა" ქობულეთის "შუქურა" მიიღო და 1:0 დაამარცხა.

სოსო ფრუიძის მისვლის შემდეგ,  "სამგურალისა" და სერგო კუხიანიძის წარმატებული სერია გრძელდება. წყალტუბოელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა. თამაშის ბოლოს "შუქურას" მცველი გიორგი რეხვიაშვილი, რომელსაც მშვენიერი მატჩი ჰქონდა, გააძევეს.

შეხვედრის სტარტზე დაფიქსირებული შედეგი, საკმაოდ თანაბარი თამაშის მიუხედავად,  აღარ შეცვლია.

წყალტუბო. "26 მაისი"
"სამგურალი" - "შუქურა" 1:0
გოლი: 1:0 კუხიანიძე (8)
გაძევება: რეხვიაშვილი(88, შუქურა)

ბოლნისის "სიონთან" სატასო დაპირისპირების შემდეგ, მომდევნო ტურში "სამგურალი" "სამტრედიას" ესტუმრება, "შუქურა" კი დავით
ყიფიანის თასზე "შევარდენს", ეროვნული ლიგის შემდეგ შეხვედრაში კი "ტორპედოს" შეხვდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული