"ლოკომოტივმა" ბათუმის "დინამო" დაამარცხა და თბილისის "დინამოს" გალიდერების შანსი მიეცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-15 ტურში "ლოკომოტივმა" ბათუმის "დინამოს" 2:1 სძლია - ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და მეტოქის ოთხმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

მატჩი მართლაც ლამაზი სანახავი გამოდგა. სტუმრებმა პირველივე იერიშისას გახსნეს ანგარიში, როდესაც აზაროვმა ბურთი ჩააწოდა, მსაჯმა ხორავამ კი მიიჩნია, რომ ხელზე კირკიტაძეს მოხვდა და პენალტი მამუჩაშვილმა გამოიყენა. საპასუხო გოლი გათამაშებული სტანდარტულისას საჯარიმოში ჩასულმა კაშიამ გაიტანა და პირველი ტაიმი, რომელიც „ლოკოს“ უპირატესობით მიმდინარეობდა, 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „დინამომ“ დიდი ძალებით შეუტია და ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი მამარდაშვილმა. საპასუხო შეტევისას კი სიხარულიძეს
გოლის გატანა კუპატაძემ არ დაანება. თუმცა მალე სიხრულიძემ მაინც დალაშქრა ზღვისპირელთა კარი (მეოთხე ცდიდან) - დარცმელიას მიერ ჩაწოდებულ ბურთზე ყველას დაასწრო.

დარჩენილ დროში "ლოკომოტივმა" აქცენტი ანგარიშის შენარჩუნებაზე გააკეთა და მიზანსაც მიაღწია.

ბათუმის "დინამო" 31 ქულით ჯერჯერობით პირველ ადგილზეა, მაგრამ თბილისის "დინამოს" გალიდერების შანსი მიეცა, "ლოკო" კი 23 ქულით მესამე პოზიციაზე გადავიდა.

10 ივნისს ბათუმის „დინამო“ „თელავს“ უმასპინძლებს, ხოლო „ლოკომოტივი“ წყალტუბოში „სამგურალს“ შეხვდება.

თბილისი. „ლოკო-საგურამო“

ლოკომოტივი - დინამო (ბთ) 2:1
გოლები: 0:1 მამუჩაშვილი (3, პენ), 1:1 კაშია (35), 2:1 სიხარულიძე (62)

ლოკომოტივი (4-2-3-1): მამარდაშვილი, გაბაძე, კაშია, სანდოხაძე, უბილავა (კ), დარცმელია, სამურკასოვი (გავაშელიშვილი 75), იმრანი (ანდრონიკაშვილი 87), შონია, კირკიტაძე (იაკობიძე 87), სიხარულიძე (ბუიღლიშვილი 90+5)

მწვრთნელი: დეკანოსიძე

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, აზაროვი, აზაცკი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ჯიღაური, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (სანოგო 69), გროზურეკი (შინდაგორიძე 54), ნიქაბაძე (მანჯგალაძე 54), ფანცულაია (ზარია 75)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

მკითხველის კომენტარები / 8 /
ცხრილიც რომ გვაჩვენოთ
დათო
10:57 25-05-2021
0
მეც ვფიქრობ რომ ჩემპიონატი ცოტა უკეთესი გახდა,ყოველ შემთხვევაში ხარისხიანი მატჩების რაოდენობამ აშკარად მოიმატა.
თომა
15:20 24-05-2021
0

სიახლეები პოპულარული