"დილამ" თბილისის "დინამო" დაჯაბნა, სძლია და არ გაალიდერა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-15 ტურში "დილამ" "თბილისის "დინამო" 2:0 დაამარცხა.

ბათუმის „დინამოს“ წაგების შემდეგ, თბილისის „დინამოს“ გალიდერების კარგი შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ უხეიროდ გაისარჯა და ბოძებული შანსი ვერ გამოიყენა. მატჩი მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, ორმხრივი შეტევებით, „დილა“ მოწინააღმდეგეზე აქტიურად თამაშობდა და 59-ე წუთზე თბილისური გუნდის მწვრთნელმა ნემსაძემ სამმაგი ცვლილებით სცადა თამაშის სურათის შეცვლა.

თუმცა, ამან შედეგი ვერ გამოიღო - პირიქით: ჩიტეიშვილის ძლიერად ჩაწოდებული ბურთი კამარამ მუხლით დაარტყა და ხარიხას მოხვდა. ცოტა ხანში მორიგი იერიშისას ღუდუშაურმა მარჯვენა ფლანგზე მოწინააღმდეგის მთელი დაცვა გაარღვია და კვასხვაძის
კარი დალაშქრა, შემდეგ კი ბიძინაშვილმა დაამწუხრა დედაქალაქელები.

თბილისის "დინამო" მეორე ადგილზე დარჩა, "დილამ" კი მესამე პოზიცია დაიბრუნა.

სანაკრებო პაუზის გამო ჩემპიონატი მომავალ თვეში განახლდება - 9 ივნისს „დილა“ თბილისში „საბურთალოს“ დაუპირისპირდება, ხოლო თბილისის „დინამო“ იმავე დღეს „შუქურას“ უმასპინძლებს.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - დინამო (თბ) 2:0
გოლები: 1:0 ღუდუშაური (70), 2:0 ბიძინაშვილი (74)

დილა (4-2-3-1): გუგეშაშვილი, ჩიტეიშვილი, ჭიჭინაძე, სილვა, ეტოუ, მოსიაშვილი, ნონდი, ბიძინაშვილი (მადინგა 90), კაპანაძე (კ), კამარა (ბუღრიძე 75), ღუდუშაური (წოწონავა 80)

მწვრთნელი: დემჩენკო

დინამო (თბ) (3-5-2): კვასხვაძე, კობოური, ბენიო, ხარაბაძე (მონხილი 59), სპორკსლედე (მორჩილაძე 73), ხვადაგიანი, რადინი, პაპავა (კ) (მექვაბიშვილი 59), კუცია (ქარდავა 59), ახვლედიანი, მარუშიჩი (გაბედავა 73)

მწვრთნელი: ნემსაძე

მკითხველის კომენტარები / 7 /
ხო უნდა მიხვდე ნემსაძე რომ დროზე წახვიდე!!!! რას დაემგვანეთ ბიჭო!!! რას თამაშობთ როგორ არ გრცხვენიათ!!!! ფიფია დროა შენც გაეშვა ამ გუნდს!!! მადლობა რაც გააკეთე, მაგრამ დეგრადირება რომ მიდის ხო კარგად ხედავ შენც!!! ნუ მწვრთნელი ხო კატასტროფაა საერთოდ
ზაზა
24 მაისი 2021 17:36
0
Ამ დინამოთი ევროპაში რა გვესაქმება.
gio gio
24 მაისი 2021 10:13
0
ეეჰ რას დაგამსგავსეს შე საცოდავო დინამო?! ნეტავ რომელი სპორტის სახეობაა ის ცოდვილობა და ტანჯვა-წამება რასაც შენ მოედანზე/ყანაში აკეთებ?!
??????!!!!!!
24 მაისი 2021 09:10
0
კარგი ფეხბურთელი იყო მაგრამ როგკრც მწვრთნელი--არაა ეს მაგის საქმე.ასეთი საშინელი ფწხბურთი რასაც დინამო თამაშობს,არ ვიცი რა.
კახა ქ.
24 მაისი 2021 02:36
0
ეჰ დინამო დინამო, რა გუნდი იყავი და რას დაემსგავსე. გიორგი ნემსაძე ძალიან გვიცრუებ იმედებს ესე გინდათ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე გასვლა?
გიორგი კაჭკაჭიშვილი
23 მაისი 2021 22:41
0
ნემსაძე სანამ იქნება გუნდში სულ ასეთი უდღეუტი იქნება დინამო..ბრავო ფიფიას დინამოს განადგურებისთვის..
კობა
23 მაისი 2021 22:38
1
ნემსაძეს ნაცვლად ფიფია უნდა დაგეწერა!
***
24 მაისი 2021 03:10
0

სიახლეები პოპულარული