სრული სვლით - "ტორპედომ" მიჯრით მესამე გამარჯვება იზეიმა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-15 ტურში "ტორპედომ" "შუქურა" 2:0 დაამარცხა.

„ტორპედომ“ თამაში კონტრშეტევებზე ააგო, უფრო მეტად მეორე ტაიმში და ბუკასმა და ზიდანმა გოლები გაიტანეს.

„ტორპედომ“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, თან ამ მატჩებში გოლი არ გაუშვია და 16 ქულით მეშვიდე ადგილზე გადავიდა, „შუქურა“ კი 14 ქულით მერვე პოზიციაზეა.

9 ივნისს „შუქურა“ თბილისში „დინამოს“ შეხვდება, ხოლო „ტორპედო“ იმავე დღეს „სამტრედიას“ უმასპინძლებს.

ზესტაფონი. „დავით აბაშიძე“

შუქურა - ტორპედო 0:2
გოლები: 0:1 ბუკასი (77), 0:2 ზიდანი (90+3)

შუქურა (4-5-1): შეროზია, ფარტენაძე (კომახიძე 77), ჭანტურია (კ), გაფრინდაშვილი
(ვერულიძე 90), რეხვიაშვილი, ხმალაძე (მუჯირი 71), ინგოროყვა, სარდალიშვილი, კაკაშვილი, ჯერალდო, მუსელიანი

მწვრთნელი: შაშიაშვილი

ტორპედო (4-4-2): ჰამზიჩი, მირცხულავა (კ), ქაფიანიძე, ინკუმი, ტუიჩიბაევი, ჩალაძე, მამასახლისი, ძარია (ჩაკვეტაძე 67), ბუკასი (ტაბატაძე 77), რეკიში (შარვაშიძე 84), ზიდანი

მწვრთნელი: ბაბუნაშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული