თბილისის "დინამომ" მწვრთნელად კახა ცხადაძის დანიშვნა ოფიციალურად გუშინ დილით გამოაცხადა:
"გიორგი ნემსაძე დინამოს აღარ გაწვრთნის. ის ჩვენს კლუბში სპორტული მენეჯერის პოზიციაზე გადაინაცვლებს. მთავარი მწვრთნელის პოსტს კი კახა ცხადაძე ჩაიბარებს.
უფრო დეტალურ ინფორმაციას გულშემატკივარი ახლო პერიოდში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე მოისმენს. შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძე 2005-2006 წლებში წვრთნიდა ჩვენს კლუბს".
შემდეგ კი ცხადაძემ პირველი ვარჯიში ჩაატარა. მას გიორგი ჩიხრაძე და მილოშ იევტიჩი დაეხმარებიან.