საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტნებმა ერთმანეთი შეცვალეს - თბილისის "დინამოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" გიორგი ნემსაძე კახა ცხადაძით შეცვალა. კლუბის განცხადებით, დეტალურ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი უცხოურ საფეხბურთო კარიერამდე თბილისის" დინამოში" ასპარეზობდა, 2005-06 წლებში კი გუნდს წვრთნიდა. მაშინ ცხადაძის ხელმძღვანელობით, თბილისურმა კლუბმა ქვეყნის ჩემპიონატის გარდა, სუპერთასზეც იმარჯვა.

52 წლის სპეციალისტი მუშაობდა როგორც საქართველოს ეროვნულ, ასევე ახალგაზრდულ ნაკრებში. სამშობლოში ის თბილისის "ლოკომოტივსა" და "სიონს" წვრთნიდა და ბოლნისურ კლუბს ჩემპიონობაც მოაპოვებინა. ცხადაძემ სამწვრთნელო კარიერის დიდი ნაწილი აზერბაიჯანსა და ყაზახეთში გაატარა -  ბაქოს "სტანდარტს", ასევე, "ქაირათსა" და "ორდაბასს" წვრთნიდა.

თბილისის
"დინამო" ეროვნულ ლიგაში მეორე ადგილს იკავებს (პირველადგილოსან ბათუმის "დინამოსაც" 31 ქულა აქვს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ლიდერობს). უკანასკნელ ტურში გორის "დილასთან" დამარცხების (0:2) შემდეგ გუნდი უმწვრთნელოდ დარჩა.

კახა ცხადაძის სადებიუტო შეხვედრა 9 ივნისს, "დინამო არენაზე" ქობულეთის "შუქურასთან" შედგება.

წყარო: თბილისის "დინამოს" ოფიციალური გვერდი


altკახა ცხადაძე შესაძლოა, აზერბაიჯანის ჩემპიონატს დაუბრუნდეს

alt"დილამ" თბილისის "დინამო" დაჯაბნა, სძლია და არ გაალიდერა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ დინამო თბილისი არ გაძლიერდა ცხადაძე კიარა გვარდიოლა რო მოიყვანო აზრი არაქვს ამიტომ იფიქრე ფიფია ცოტა ნორმალური ფეღბურთელების დამატება დსხარჯე ცოტა ფული არაფერი მოგაკლდება
dinamo tb
15:40 28-05-2021
2
ეს კარგი ამბავია, მაგრამ შემადგენლობა თუ არ გადაახალისეს ცხადაძე რას იზამს
ალეკო
14:05 27-05-2021
0

სიახლეები პოპულარული