ცხადაძის სადებიუტო მატჩში თბილისის "დინამომ" "შუქურა" ვერ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში, 15 წლის შემდეგ დაბრუნებული კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით, თბილისის „დინამომ“ „შუქურას" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

პირველი ტაიმი ლამაზი სანახავი ვერ გამოდგა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა და უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმში მასპინძლები ბევრს უტევდნენ და სერბული გოლით დაწინაურდნენ - რადინის გადაცემულ ბურთს მარუშიჩმა მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. ეს მიმდინარე ტურნირზე მისი მე-8 გოლია. თითქოს „დინამოს“ გამარჯვება გარდაუვალი იყო, მაგრამ 82-ე წუთზე კუთხურის შემდეგ ბურთი საჯარიმოში ხელზე კობოურს მოხვდა, პენალტი კი ჯერალდომ გამოიყენა.

ცხადაძემ უმალ სამმაგი ცვლილება
განახორციელმა, მისმა გუნდმა დიდი ძალებით შეუტია, მაგრამ გამარჯვების გოლის გატანა ვერ მოახერხა.

თბილისის „დინამო“ 32 ქულით პირველ ადგილზეა, მაგრამ თუ ბათუმის „დინამომ“ ხვალ შინ „თელავს“ სძლია, ერთპიროვნულად გალიდერდება. „შუქურა“ კი 15 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

13 ივნისს თბილისის „დინამო“ სტუმრად „სამტრედიას“ დაუპირისპირდება, ხოლო „შუქურა“ იმავე დღეს ფოთში „საბურთალოს“ შეხვდება.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - შუქურა 1:1
გოლები: 1:0 მარუშიჩი (65), 1:1 ჯერალდო (82, პენ)

დინამო (თბ) (3-4-3): კვასხვაძე, კობოური, მონხილი (მექვაბიშვილი 86), სპორკსლედე, ბენიო, ხარაბაძე (მორჩილაძე 65), პაპავა (კ), კუცია (ზურაბიანი 86), გაგნიძე (რადინი 46), გაბედავა (ახვლედიანი 87), მარუშიჩი

მწვრთნელი: ცხადაძე

შუქურა (4-3-3): თებიძე, ფარტენაძე (გოგიტიძე 73), ჭანტურია (კ), გაფრინდაშვილი, რეხვიაშვილი, ინგოროყვა (ვერულიძე 80), ტენორი (ხმალაძე 55), სარდალიშვილი, კაკაშვილი, ჯერალდო, მუსელიანი (კვარაცხელია 73)

მწვრთნელი: შაშიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 5 /
შარშან მწყემსებმა მიგვიჩინეს კუთვნილი ადგილი , წელს ასეთი თამაშით ლუქსემბურგელი "მალიარებიც" ჩაგვიტარებენ საფეხბურთო გაკვეთილს ... რა ცხადაძე რის ნემსაძე, უცხოელი თანამედროვედ მოაზროვნე მწვრთნელი თუ მოიყვანთ ამ ძალათ ფეხბურთელებს აზრზე და სეირნობის ნაცვლად უბურთოდ სირბილს ასწავლის , სხვანაირად ამათი საშველი არაა!!! მაგრამ ფიფიას მაგის საშვალებაა არ ააქ -D
დათო
21:23 09-06-2021
2
ეეეჰ, რა დღეში ხარ წლებია უკვე შე საცოდავო დინამო!!! ოდესღაც უძლეველი დინამოს და ქართული ფეხბურთის დიადო ვეტერანებო!!! რომ განაბულხართ და ხმას არ იღებთ, მოგწონთ დინამო რა დღეშიც არი წლებია უკვე?!!!!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული