„საბურთალომ“ პირველი ტაიმის 6-წუთიან მონაკვეთში მოწინააღმდეგეს 3 გოლი გაუტანა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. დუბლი მოლდოველმა ნახევარმცველმა მანდრიჩენკომ შეასრულა.
ფაქტია, შუბითიძის ხელმძღვანელობით, „საბურთალო“ პროგრესირებს, 27 ქულით მესამე ადგილზეა და 13 ივნისს ფოთში „შუქურას“ შეხვდება, ხოლო 25 ქულით მეოთხე პოზიციაზე მყოფი „დილა“ 14 ივნისს „თელავს“ უმასპინძლებს.
თბილისი. „მიხეილ მესხი“
საბურთალო - დილა 3:0
გოლები: ტერა (31), 2:0 მანდრიჩენკო (33), 3:0 მანდრიჩენკო (37)
გაძევება: ნონდი (90)
საბურთალო (3-5-2): გოშაძე, მალი, ლაცაბიძე (ჯინჯოლავა 67), ჯგერენაია, კაკუბავა (კ), მუდრაკი, ი. ტაბატაძე (გულიაშვილი 83), ცნობილაძე (ძებნიაური 67), ტერა (ნონიკაშვილი 75), გოჩოლეიშვილი (შულაია 46), მანდრიჩენკო
მწვრთნელი: შუბითიძე
დილა (4-2-1-3): გუგეშაშვილი, ჩიტეიშვილი, ჭიჭინაძე, სილვა (ნემსაძე 75), ეტოუ, მოსიაშვილი (სანტოსი 75), ნონდი, ბიძინაშვილი, ღუდუშაური, კაპანაძე (კ) (მადინგა 58), კამარა (ბუღრიძე 58)
მწვრთნელი: სოლოღაშვილი