დაძაბული იმერული დერბი ქუთაისში ფრედ დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში "ტორპედო" და "სამტრედია" დაზავდნენ - 1:1.

პირველ ტაიმში სტუმრები ჟუნიორმა დააწინაურა. შესვენების შემდეგ ქუთაისელები უპირატესობას დაეუფლნენ, თამაში თვალსასეირო გახდა და ინკუმმა ანგარიში გაათანაბრა. მასპინძლებმა იერიშები გააძლიერეს და რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, რომელთა შორის ყველაზე სახიფათო ინკუმის მიერ თავურით ხარიხას გარტყმული ბურთი იყო. მე-80 წუთზე ტაბატაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. სტუმრები სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ, რომელთა შორის ყველაზე აქტიური მარცხენა ფლანგზე რუხაძე გახლდათ. თუმცა მეტი გოლი არ გავიდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

"ტორპედო" 17 ქულით
მეშვიდე ადგილზეა, ხოლო "სამტრედია" 10 ქულით - მეცხრეზე.

13 ივნისს „სამტრედია“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს, „ტორპედო“ კი 14 ივნისს თბილისში „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - სამტრედია 1:1
გოლები: 0:1 ჟუნიორი (30), 1:1 ინკუმი (56)

ტორპედო (4-4-2): ჰამზიჩი, მირცხულავა (კ), ქაფიანიძე, ტუიჩიბაევი, ჩალაძე, ინკუმი, მამასახლისი (ჩაკვეტაძე 69), ძარია, ბუკასი, რეკიში (ტაბატაძე 77), ზიდანი (კვერნაძე 77) (შარვაშიძე 85)

მწვრთნელი: ბაბუნაშვილი

სამტრედია (3-4-1-2): ქურდაძე, ნადირაძე, გიორგაძე, სამბუ, ცეცხლაძე, კვირკვია, მესიაჩენკო (რობაქიძე 90), იოსელიანი (რუხაძე 78), ილურიძე (გადირზადე 78), ჟუნიორი (ჯიქია 90), ლომთაძე (ლუკავა 87)

მწვრთნელი: ცეცაძე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული