"ლოკომოტივმა" "ტორპედოს" მოუგო, "დილა" და "თელავი" დაზავდნენ

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-17 ტურში ორი დასკვნითი მატჩი ჩატარდა.

გორში „დილა“ და „თელავი“ დაზავდნენ (1:1). „დილა“ 26 ქულით მეხუთე ადგილზე დარჩა და 18 ივნისს ბათუმში „დინამოს“ შეხვდება, აუტსაიდერი „თელავი“ კი იმავე დღეს რუსთავში „შუქურას“ დაუპირისპირდება.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - თელავი 1:1
გოლები: 0:1 შეყილაძე (17), 1:1 კაპანაძე (42)
გაძევება: ბუღრიძე (90+2, დილა)

საგურამოში „ლოკომოტივმა“ „ტორპედოს“ 3:1 სძლია, ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა, 30 ქულით მესამე პოზიციაზეა და 19 ივნისს თბილისის „დინამოს“ შეხვდება, ხოლო 17 ქულით მეშვიდე ადგილზე მყოფი „ტორპედო“ წინა დღით
„სამგურალს“ უმასპინძლებს.

საგურამო. „ლოკო-საგურამო“
ლოკომოტივი - ტორპედო 3:1
გოლები: 1:0 სიხარულიძე (47), 2:0 კირკიტაძე (69), 2:1 ჩალაძე (77), 3:1 გავაშელიშვილი (85)
გაძევება: ინკუმი (89, ტორპედო)

alt"ლოკომოტივმა" გასვლაზე "სამგურალს" სძლია და რევანში აიღო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული