"ტორპედომ" ბათუმის "დინამოს" ქულა აართვა და თბილისის "დინამოს" გალიდერების შანსი მიეცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-19 ტურში 2 მატჩი გაიმართა.

ქუთაისში ბათუმის "დინამო" 64-ე წუთამდე 2:0-ს იგებდა და ვინ წარმოიდგენდა თუ მასპინძლები ქულის გადარჩენას შეძლებდნენ - შეძლეს. ჯერ მამასახლისმა პენალტით დალაშქრა კუპატაძის კარი, შემდეგ კი ზიდანმა ანგარიში გაათანაბრა.

ამ მატჩში "ტორპედოში" ოფიციალურად დაბრუნდა მწვრთნელი კახა ჩხეტიანი.

ბათუმის "დინამო" 39 ქულით პირველ ადგილზეა, მაგრამ თუ თბილისის "დინამომ" ხვალ საკუთარ მოედანზე "სამგურალს" სძლია, გალიდერდება. რაც შეეხება "ტორპედოს", 19 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო - დინამო (ბთ) 2:2
გოლები: 0:1 ფანცულაია (2), 0:2 გრიგალაშვილი (34, საკ. კარში),
1:2 მამასახლისი (64, პენ), 2:2 ზიდანი (67)

დღესვე "დილამ" გორში კაპანაძის მიერ 54-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა "შუქურა" და 29 ქულით მეხუთე პოზიციაზეა, "შუქურა" კი 16 ქულით - მერვეზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული