თბილისის „დინამო“ კაცნაკლულ „სამგურალთან“ დამარცხდა, „თელავმა“ 90+4-ე წუთზე იმარჯვა, "ლოკომოტივი" სამეულში შევიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 23 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-19 ტურის 3 მატჩი გაიმართა.

„თელავმა“ ციცქიშვილის მიერ 90+4-ე წუთზე გატანილი გოლით 2:1 დაამარცხა „სამტრედია“.

რუსთავი. “ტექნიკური ცენტრი“
თელავი - სამტრედია 2:1
გოლები: 1:0 ბაშელეიშვილი, 1:1 ილურიძე (58), 2:1 ციცქიშვილი (90+4)

თბილისის „დინამოს“ გალიდერების შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ საკუთარ მოედანზე მოულოდნელად 1:2 დამარცხდა „სამგურალთან“, რომელიც 67-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - სამგურალი 1:2
გოლები: 0:1 ლექვთაძე (1), 0:2 ფონიავა (17), 1:2 გაბედავა (60, პენ)
გაძევება: გილმორი (სამგურალი - 67)

„ლოკომოტივმა“ „საბურთალოს“
2:1 სძლია და სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა - მესამეზე გადავიდა.

თბილისი. მიხეილ მესხი“

საბურთალო - ლოკომოტივი 1:2
გოლები: 0:1 სიხარულიძე (45+1), 0:2 გოჩოლეიშვილი (46), 1:2 მჭედლიშვილი (89)

მკითხველის კომენტარები / 10 /
კატასტროფაა დღევანდელი დინამო...წმენდა უნდა ჩატარებულიყო გუნდში შარშანვე...კლაკსვიკთან წაგებული შემადგენლობა რო უპერსპექტივოა (და არა მარტო კლაკსვიკთან წწაგებული) მაგას არც უნდა ლაპარაკი...ორ კვირაში მორიგი სირცხვილი ნეფჩთისთან იქნება და ესე გავიდა 100 წელი...ფიფია მშვიდად არის ნაგავი და ვადაგასული ფეხბურთელებით უნდა რო გავიდეს ლიგაზე (((
ოთო
08:24 24-06-2021
0
გაუმარჯოს სამგურალს!
ღლონტი
09:31 24-06-2021
0

სიახლეები პოპულარული