სტუმრები შეხვედრის პირველივე წუთზე დაწინაურდნენ. "სამგურალი" 67-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, მაგრამ თბილისელებმა ანგარიშის შეცვლა მაინც ვერ მოახერხეს.
მატჩის შემდეგ "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ საკმაოდ ვრცელი კომენტარი გააკეთა:
"ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ჩვენ კი საკუთარზეც ვერ ვისწავლეთ. მატჩის წინა დღეს ფეხბურთელებში ეიფორიას ვამჩნევდი...
ბევრი წუნი გვქონდა, განსაკუთრებით, შუა ხაზში, რის შედეგადაც, მეტოქის სწრაფი შეტევები მივიღეთ. ამაში "სამგურალი" ძალიან ძლიერია და როგორც კი საშუალება მიეცათ,
ყველანაირად ვეცადეთ, სიტუაცია შეგვეცვალა, ძალიან დიდი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ფაქტი ერთია - გვიჭირს გავხსნათ ისეთი გუნდი, რომელიც დაცვაში ავტობუსს აყენებს. "დინამოს" ინდივიდუალისტები აკლია. ცენტრფორვარდის გარდა, დღეს გუნდის გაძლიერების რესურსი არ გვქონდა. ამ მიმართულებით თუ არ ვიმუშავეთ, ძალიან გაგვიჭირდება და პრობლემები გვექნება".
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს "ნეფთჩისთან" თბილისურ დაპირისპირებამდე (7 ივლისი) ეროვნულ ლიგაში დინამოელები ორ რთულ და პრინციპულ შეხვედრას გამართავენ - ქუთაისის "ტორპედოს" ეწვევიან და ჩემპიონატის ლიდერ ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებენ.
წყარო: ეროვნული ლიგა Unofficial