ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ქართველი ფეხბურთელი კარიერას ლა ლიგის გუნდში განაგრძობს

AutoSharing Option
21 წლის ნახევარმცველი, "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი გიორგი ჯინჯოლავა კარიერას ესპანეთის ლა ლიგის კლუბ "კადისში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას "საბურთალოს" Facebook-გვერდი ავრცელებს.

Sportall.Ge

ჯინჯოლავა ესპანურ კლუბში 1-წლიანი იჯარით ითამაშებს, "კადისს" კი შემდგომში მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

გიორგი "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი მეორე ფეხბურთელია გიორგი ქოჩორაშვილის შემდეგ, რომელიც ლა ლიგაში ითამაშებს.