Azerisport.com-მა თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთან ინტერვიუ ჩაწერა. რა თქმა უნდა, საუბარი "ნეფთჩისთან" დაპირისპირებას შეეხო.
- გინდოდათ თუ არა, რომ ჩემპიონთა ლიგის საწყის ეტაპზე თქვენი მეტოქე "ნეფთჩი" ყოფილიყო?
- კარგია, რომ "ნეფთჩის" ვეთამაშებით. დარწმუნებული ვარ, ორ კარგ შეხვედრას ვიხილავთ.
- გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ საკმაოდ ამბიციური განცხადება გააკეთა "დინამოს" შანსებზე... თქვენ რას იტყოდით?
- ჩემი აზრით, ამ წყვილში შანსები თანაბარია...
- რა უპირატესობა აქვს "დინამოს" ამ ორრაუნდიან დაპირისპირებაში?
- არცერთ გუნდს არ აქვს რაიმე უპირატესობა. როგორც უკვე ვთქვი, შანსები თანაბარია.
- კლუბში კარგი ფინანსური სიტუაცია უდიდეს როლს თამაშობს, თუმცა ჩემი გუნდის ყოველთვის მჯერა, რადგან ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს.
- იქნება თუ არა კატასტროფა "ნეფთჩისთან" მარცხი თქვენი გუნდისთვის?
- არა. ვფიქრობ, მთავარია, რომ გუნდმა ლამაზი ფეხბურთი ითამაშოს.