"ბიჭებს უკვე ყელში ამოუვიდათ და აღარც ვარჯიშობენ..." - ქუთაისის "ტორპედო" შესაძლოა დაიშალოს, გუნდში უმძიმესი კრიზისია

AutoSharing Option
რუსთავის 2-ის ინფორმაციით, ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოში" კვლავ კრიზისია. ფინანსური პრობლემების გამო კლუბი შესაძლოა დაიშალოს. ფეხბურთელებმა 4 ივლისს ეროვნული ლიგის ოცდამეერთე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, რის გამოც "ტორპედო" მოედანზე მოზარდთა ნაკრებით გავა.

ფინანსური პრობლემების გამო "ტორპედო" ლეგიონერმა სამუელ ინკუმმა უკვე ოფიციალურად დატოვა.
კლუბში ახლადდაბრუნებული მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის თქმით, მათ არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეიძლება მოგვარდეს კლუბში არსებული პრობლემები.

"გუნდში ძალიან ცუდი განწყობაა. ბიჭებს უკვე ყელში ამოუვიდათ და დიდი გუნდი შემდეგ თამაშზე არ მიდის, რის გამოც დუბლ შემადგენლობით ვიასპარეზებთ", -
ამბობს კახა ჩხეტიანი.

"ბიჭები ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ სიტუაცია გამოსწორებულიყო... იმედი გვქონდა, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, თუმცა ეს ასე არ ხდება", - ამბობს გუნდის ფეხბურთელი ვაჟა ტაბატაძე.

კლუბის ფეხბურთელის ირაკლი ძარიას თქმით კი მოთამაშეებს ხელფასი უკვე 3 თვეა არ აუღიათ.

"ტორპედოში" ფინანსური კრიზისი პერიოდულად ჩნდება ხოლმე. ბოლოს გუნდი იტალიელმა ინვესტორმა შეიძინა, თუმცა მან გაურკვეველი მიზეზებით კლუბი მალევე დატოვა და "ტორპედო" კვლავ დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
მე ამ სიაბანდი ინვესორების არ მჯერა, სამწუხაროდ მაგალითი სახეზეა, რა დღეშია ტრადიციული კლუბი? გამოსავალს ამ ეტაპზე ვხედავ, თვითონ ჩვენში, გულშემატკივარმა სპეც.ანგარიშზე შევიტანოთ რისი საშუალებაც იქნება, 5,10, 20 ლ. ვისაც რამე ბიზნესი აქვს 200-500 ალბათ, აგერ ქუთსისელი ემიგრანტები, რაღაც აქციები, აუქციონები და გადავარჩენთ გუნდს, მათაც მეტი მოტივაცია და პასუხისმგებლობა გაუჩნდებათ საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ. არის მსგავსი პრეცენდენტი და მჯერა თუ გვიყვარს "ტორპედო" და ქუთაისი შევინარჩუნოთ ფეხბურთს ამ დიდ ქალაქში.
კოსტა
16:39 04-07-2021
0
Რომ არ ვარჯიშობენ ეს უკვე მეტᲧველებს მათ პროფესიონალიზმზე.....
Ლევანი
02:27 04-07-2021
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული