"თელავის" ფრე სამგურალთან" - "საბურთალოს" მოგება "ტორპედოსთან"

AutoSharing Option
დღეს, 4 ივლისს, ეროვნული ლიგის 21-ე ტურის დარჩენილი 2 მატჩი ჩატარდა.

„თელავი“ საკუთარ მოედანზე ფრეს დასჯერდა „სამგურალთან“ – 1:1.

54-ე წუთზე მასპინძლები ჯანელიძემ დააწინაურა, საპასუხო გოლი კი პენალტით 86-ე წუთზე ვერულიძემ გაიტანა. ეს ჩემპიონატზე მისი სადებიუტო გოლია.

„სამგურალი“ 29 ქულით მეექვსე ადგილზეა და 7 აგვისტოს „დილას“ უმასპინძლებს, ხოლო 19 ქულით მეცხრე პოზიციაზე მყოფი „თელავი“ იმავე დღეს ქუთაისში „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.

„საბურთალომ“ მძიმე ფინანსურ სიტუაციაში მყოფ „ტორპედოს“ უმასპინძლა, რომელმაც ახალგაზრდული გუნდით ითამაშა და 3:0 სძლია.

გოლები შულაი
ამ, ოდუკომ და შ. ნონიკაშვილმა გაიტანეს.

ამ მოგების შედეგად „საბურთალო“ მესამე ადგილზე გადავიდა, „ტორპედო“ კი მერვეზე დარჩა.

7 აგვისტოს „საბურთალო“ თბილისის „დინამოს“ შეხვდება, „ტორპედო“ კი „თელავს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგია წყალტუბოს სამგურალის წარმატება მაგრამ ცუდია და მიუღებელი ფეხბურთელის არ თამაში ბუხაიძეს ვგულისხმობ რომელსაც სამი თამაშია ფრუიძე არ ათამაშებს ის ერთ ერთი გამოცდილი ნიჭიერი თავდასხმელია რომელმაც ლომის წვლილი შეიტანა სამ თამაში გამარჯვებაში ეს არის დაუნახეობა და ფეხბურთელის უპატივცემლობა
ციცი
15:46 05-07-2021
0
ციცის
აბა ასათიანმა რაღა თქვას
ახ.ნაკრების ბიჭს შანსიც არ მისცა მაგ არასწორმა, უნახავში სკამზე დასვა სასტარტოს მოთამაშე.
gela
18:19 05-07-2021
0

სიახლეები პოპულარული