
23 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი არაბიძე "სამტრედიაში" ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია Sportall-ს ფეხბურთელის დედამ დაუდასტურა.
ფეხბურთელი კვლავ პორტუგალიური "ნასიონალის" საკუთრებაში დარჩება და "სამტრედიას" ღირსებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე იჯარის წესით დაიცავს.
არაბიძე კლუბს თურქეთში გაჰყვება, სადაც 2-კვირიანი შეკრებაა დაგეგმილი.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ახალგაზრდა ნახევარმცველს სხვა შემოთავაზებებიც ჰქონდა, თუმცა გია ცეცაძის ფაქტორის გამო მან "სამტრედიაში" თამაში არჩია.
შეგახსენებთ, რომ არაბიძემ გასული სეზონი იჯარით ვოლგოგრადის "როტორში" გაატარა.