"ტორპედოს" ახალი სპონსორი ჰყავს, რომელიც მის ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი თავისი "ფეისბუქით" ავრცელებს:
"დღეს საფეხბურთო კლუბ "ტორპედოსა" და კომპანია "ნიუ ვიჟენს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია "ნიუ ვიჟენი" სპონსორობას გაუწევს "ტორპედოს". ამ გადაწყვეტილებით კლუბში არსებული ფინასური პრობლემები მოგვარებულია.
ქუთაისის "ტორპედოს" სახელით დიდი მადლობას ვუხდით სპონსორობისთვის კომპანია "ნიუ ვიჟენს".