თბილისელთა ახალწვეულმა თამაში შვედურ "კარლსტადში" დაიწყო, გასული სეზონი კი ახალგაზრდულ პსვ-ში გაატარა და ერსტე დივიზიონში 3 შეხვედრაც გამართა.
მოგეხსენებათ, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ძირითადი კიპერის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" ჩაირიცხა. "რკინიგზელთა" შემადგენლობაში კიდევ სამი მეკარე ირიცხება - 15 წლის სოსო კოპალიანი, 17 წლის გიორგი ლომაია და ვეტერანი, 33 წლის რევაზ თევდორაძე.
ეროვნულ ლიგაში მე-5 ადგილზე მყოფი "ლოკომოტივი" უახლოეს შეხვედრას 7 აგვისტოს,