პსვ-დან "ლოკომოტივში" - თბილისური გუნდი ნიდერლანდელი მეკარით გაძლიერდა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივმა" 24 წლის ნიდერლანდელი მეკარე მარკ სპენკელინკი გადაიბირა - ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება.

თბილისელთა ახალწვეულმა თამაში შვედურ "კარლსტადში" დაიწყო, გასული სეზონი კი ახალგაზრდულ პსვ-ში გაატარა და ერსტე დივიზიონში 3 შეხვედრაც გამართა.

მოგეხსენებათ, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ძირითადი კიპერის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" ჩაირიცხა. "რკინიგზელთა" შემადგენლობაში კიდევ სამი მეკარე ირიცხება -  15 წლის სოსო კოპალიანი, 17 წლის გიორგი ლომაია და ვეტერანი, 33 წლის რევაზ თევდორაძე.

ეროვნულ ლიგაში მე-5 ადგილზე მყოფი "ლოკომოტივი" უახლოეს შეხვედრას 7 აგვისტოს,
"შუქურას" წინააღმდეგ, საკუთარ მოედანზე გამართავს.

altბელარუსიდან ეროვნულ ლიგაში - "ლოკომოტივი" გაძლიერდა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული