"სამგურალმა" განელი თავდამსხმელი დაიმატა

AutoSharing Option
"სამგურალმა" "საბურთალოს" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი რაფიქ ამინუ დაიმატა, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"წყალტუბოს "სამგურალმა" "საბურთალოდან" 21 წლის განელი ფორვარდი რაფიქ ამინუ დაიმატა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაფორმდა. დღეს, "სამგურალის" სპორტულმა დირექტორმა ბესიკ ხაჭიპერაძემ ახალწვეულს სიმბოლურად კლუბის მაისური გადასცა და წარმატებები უსურვა.

რაფიქ ამინუ საქართველოში გასულ წელს "შევარდენის" რიგებში გამოჩნდა და ეროვნულ ლიგა 2–ში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონი ამინუმ "საბურთალოში" დაიწყო და ეროვნული ლიგის 7 შეხვედრაში ითამაშა.

საქართველოში
ჩამოსვლამდე განელი ფორვარდი განის პრემიერლიგასა და ბენინის ჩემპიონატში ასპარეზობდა.

"ახალ კლუბში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ "სამგურალში" საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინო. ვეცდები ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრო ადგილი და ბევრი გოლი გავიტანო. "სამგურალი" საინტერესო და მებრძოლი გუნდია, იმედია, ჩვენთვის მიმდინარე სეზონი წარმატებული იქნება!" – განაცხადა რაფიქ ამინუმ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხო და იცეკვეთ ახლა განდა-განა!
კოსტა
00:28 01-08-2021
0
მალე აფრიკის ჩემპიონატი გვექნება. ვაი თქვენს პატრონს.
გია
13:07 01-08-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული