თბილისის "დინამომ" "საბურთალოს" მოუგო და ამ მომენტისთვის გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნილი ლიგის 22-ე ტურში თბილისის "დინამომ" "საბურთალო" 2:1 დაამარცხა.

თბილისის „დინამო“ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა და მე-15 წუთზე მუდრაკის ავტოგოლით დაწინაურდა, 41-ე წუთზე კი ცნობილაძემ ანგარიში გაათანაბრა. შესვენების შემდეგ მასპინძელთა განელმა ლეგიონერმა ბარნსმა გოშაძის კარი დალაშქრა და სადებიუტო გოლით თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

თბილისის „დინამო“ ამ მომენტისთვის გალიდერდა ( ბათუმის დინამოს პირველი ადგილის დაბრუნება შეუძლია) და 14 აგვისტოს სტუმრად „თელავს“ შეხვდება, ხოლო 35 ქულით მეხუთე პოზიციაზე მყოფი „საბურთალო“ 16 აგვიტოს ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) -
საბურთალო 2:1

გოლები: 0:1 მუდრაკი (15), 1:1 ცნობილაძე (41), 2:1 ბარნსი (51)

დინამო (თბ) (3-4-2-1): მიგინეიშვილი, კობოური, ხვადაგიანი, სპორკსლედე (მაისურაძე 88), ხარაბაძე (მორჩილაძე 46), რადინი (გაბედავა 72), პაპავა (კ), მექვაბიშვილი (ქარდავა 46), ქავთარაძე (ჩხეტიანი 72), ბარნსი, მარუშიჩი

მწვრთნელი: ცხადაძე

საბურთალო (3-4-1-2): გოშაძე, მალი, ოდუკო (ტაბატაძე 63), მუდრაკი, კაკუბავა (კ), ჯგერენაია, შ. ნონიკაშვილი (ძებნიაური 63), ცნობილაძე, გოჩოლეიშვილი (კვერნაძე 78), შულაია (გულიაშვილი 78), მანდრიჩენკო (ლ. ნონიკაშვილი 63)

მწვრთნელი: შუბითიძე

altთბილისის "დინამომ" ისევ შეგვარცხვინა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფარერების მეცხვარეები ანახეთ და გაიქცევიან დინამოელები
Რაგბის ფანი
09:56 09-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული