ორი ავტოგოლი, ფლამარიონის ტრავმა - ბათუმის "დინამომ" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 22-ე ტურში ბათუმის "დინამომ" "სამტრედია" 3:1 დაამარცხა.

ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელმა გეგუჩაძემ „სივასპორთან“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ რიგი წამყვანი ფეხბურთელები დასვენების მიზნით არ დააყენა სასტარტოში, მიუხედავად ამისა, მისი გუნდი სრულ უპირატესობას ფლობდა და მე-16 წუთზე წინაც გავიდა, როდესაც ნავალოვსკის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში გიორგაძემ ჩაჭრა. ამის შემდეგ ფლამარიონს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. მასპინძლები რამდენიმეჯერ მეკარე ქურდაძემ გადაარჩინა, შემდეგ კი მოულოდნელად ანგარიში გათანაბრდა - ამჯერად ავტოგოლი მარგველაშვილმა გაიტანა. სამწუხაროდ, 44-ე წუთზე ფლამარიონმა ტრავმა მიღო და
შეცვალეს.

შესვენების შემდეგ გეგუჩაძე იძულებული შეიქნა ცვლილებები განეხორციელებინა და მოედანზე ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელი შეუშვა. თამაშის სურათი არ შეიცვალა და 81-ე წუთზე მამუჩაშვილმა შორიდან ლამაზი დარტყმით გოლი გაიტანა, ხოლო კომპენსირებულ დროში შინდაგორიძე გიორგაძეს გასცდა და მისი პასით ნიქაბაძემ საბოლოო ანგარიში დაფიქსირა.

მოკლედ, "სივასპორთან" შეხვედრამდე ბათუმის "დინამომ" გაიმარჯვა და ლიდერობა დაიბრუნა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - სამტრედია 3:1
გოლები: 0:1 გიორგაძე (16, საკ. კარში), 1:1 მარგველაშვილი (28, საკ. კარში), 2:1 მამუჩაშვილი (81), 3:1 ნიქაბაძე (90+5)

დინამო (ბთ) (4-1-2-3): ალავიძე (კ), ნავალოვსკი, მარგველაშვილი, გაგოშიძე, ჩაბრაძე (მამუჩაშვილი 46), ტეიდი (ალთუნაშვილი 46), გაფრინდაშვილი, ჯიღაური (აზაროვი 46), მანჯგალაძე, ფლამარიონი (შინდაგორიძე 44), ფანცულაია (ნიქაბაძე 53)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

სამტრედია (3-4-1-2): ქურდაძე, გიორგაძე, მჭედლიშვილი, ასათიანი, ახალაძე (კვირკვია 79), გადრანი, ენდელაძე, პავიშიჩი (მესიაჩენკო 63), არაბიძე (კ), ილურიძე (ლომთაძე 59), პრელჩეცი (შენგელია 79)

მწვრთნელი: ცეცაძე

მკითხველის კომენტარები / 5 /
მეორე სასტავით ვერ უგებდა და გაუმართლებლად გარისკა. არაბიძე მძიმედაა, ისე კიჭებში კი ეტყობა კლასი, გამოირჩეოდა მეკარე და ასათიანი.წინ კაცი არაა.
რატი
16:02 09-08-2021
0
აუ კაი რააა, ფლამარიონი როგორ დააყენა შემადგენლობაში ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ ფუუუ. დაესვენებინა რაიქნებოდა თან იცის რო ნახევარი გუნდია ჯოვინო და მაგის გარეშე სივასპორთან შეტევაში განწირულები ვართ
ქომაგი
10:27 09-08-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული