"თელავმა" სტუმრად "ტორპედოს" სძლია და მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 22-ე ტურის დასკვნით მატჩში "თელავმა" გასვლაზე "ტორპედო" 1:0 დაამარცხა.

თანაბარ თამაშში ანგარიში შეცვლაზე შესულმა შეყილაძემ 79-ე წუთზე გახსნა, რომელმაც მეტოქის მცველის შეცდომით ისარგებლა. ეს მიმდინარე ტურნირზე მისი მეხუთე გოლია. ცოტა ხანში შეცვლაზე შესულ კიდევ ერთ თელაველ ფეხბურთელს შეეძლო გოლის გატანა - აშორტიას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ბოლოს ქუთაისელები დიდი ძალებით შეტევაზე გადავიდნენ, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს და დამარცხდნენ.

"თელავი" 22 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 14 აგვისტოს თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს, ხოლო 19 ქულით მეცხრე პოზიციაზე მყოფი "ტორპედო" 15
აგვისტოს გორში "დილას" დაუპირისპირდება.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - თელავი 0:1
გოლი: შეყილაძე (79)

ტორპედო (4-4-2): კვასხვაძე, მირცხულავა, ნადარაია, გრიგალაშვილი, ინკუმი, ჩალაძე (ბუკასი 57), მამასახლისი, ძარია (კ) (ტაბატაძე 57), წოწონავა (ახვლედიანი 57), რეკიში, ზიდანი

მწვრთნელი: ჩხეტიანი

თელავი (4-2-3-1): სანიკიძე, კაპანაძე (შეყილაძე 70), თევზაძე, მარაქველიძე, ჯიქია (კ), ფაცაცია, ძოწენიძე, შერგელაშვილი, ჯანელიძე (თოლორდავა 90), რუხაძე, ჟუნიორი (აშორტია 73)

მწვრთნელი: მიქაძე

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰამზიჩი კარში რატომ არ იდგა? დაიწყეთ ხომ უკვე ძმაბიჭური მაიმუნობები და კვასხვაძის გაქაჩვა?
zura
22:22 09-08-2021
2

სიახლეები პოპულარული