მასპინძლები აქტიურად თამაშობდნენ, 29-ე წუთზე ლომთაძე საჯარიმოში სანდოხაძემ წააქცია, პენალტი კი გუნდის კაპიტანმა არაბიძემ ვერ გამოიყენა - ბურთი ძელს გაარტყა. მეორე ტაიმში სტუმართა თამაში შეცვლაზე შესულმა იმრანმა გამოაცოცხლა. 73-ე წუთზე „ლოკოს“ ნახევარმცველმა კახაბრიშვილმა მეტოქე გუნდის მცველის შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. საპასუხო იერიშისას „ლოკომოტივი“ ჯერ ძელმა, არაბიძის დარტყმის შემდეგ კი სპენკელინკმა გადაარჩინა. ბოლოს ცეცაძის შეგირდები ბევრს უტევდნენ და მიზანსაც მიაღწიეს - ბურთი საჯარიმოში ხელზე სანდოხაძეს მოხვდა, ხოლო თერთმეტმეტრიანი კობახიძემ უზადოდ შეასრულა და აუტსაიდერმა "სამტრედიამ" 24 აპრილის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.
შეგახსენებთ, ეპიდომოლოგიური სიტიაციის გაუარესების გამო საქართველოს ჩემპიონატი 4 სექტემბრამდე შეჩერდება.
„სამტრედია“. „ეროსი მანჯგალაძე“
სამტრედია - ლოკომოტივი 1:0
გოლი: კობახიძე (90+2, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: არაბიძე (25)
გაძევება: სანდოხაძე (90)
სამტრედია (3-4-1-2): ქურდაძე, მჭედლიშვილი, ასათიანი, გიორგაძე, ახალაძე, გადრანი, ცეცხლაძე (პავიშიჩი 67), ენდელაძე, არაბიძე (კ) (ილურიძე 90+5), ლომთაძე (კობახიძე 67), პრელჩეცი
მწვრთნელი: ცეცაძე
ლოკომოტივი (4-2-3-1): სპენკელინკი, ანდრონიკაშვილი, სანდოხაძე, გაბაძე, უბილავა (კ), დარცმელია (გავაშელიშვილი 80), სამურკასოვი (კახაბრიშვილი 59), შონია, დიასამიძე (ჭიაბრიშვილი 67), სიხარულიძე, იაკობიძე (იმრანი 46)
მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი
ორი ავტოგოლი, ფლამარიონის ტრავმა - ბათუმის "დინამომ" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]
ახალაძე, მჭედლიშვილი,გადრანი,ქურდაძე მხოლოდ ესენი ვარგოდნენ.ეს კლუბი არაა ელიგაში ადგილის შემანარჩუნებელი.
მეორე პენალტი დასანიშნი არ იყო,შესცოდა მსაჯი.