ეროვნული ლიგის 23-ე ტურში "სამტრედიამ" "ლოკომოტივი" კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა. ეს 24 აპრილის შემდეგ "სამტრედიას" პირველი გამარჯვებაა და რა გასაკვირია, რომ მისმა ფეხბურთელებმა ძალიან გაიხარეს. ნამატჩევს კომენტარი გუნდის მცველმა გიორგი მჭედლიშვილმა გააკეთა:
"არც ეროვნული ლიგა მოვიგეთ, არც ჩემპიონთა ლიგა, ლოკომოტივთან ერთი რიგითი ტურის მატჩში გავიმარჯვეთ, უბრალოდ, ამ მოგებით ის ძველი გამარჯვებები გამახსენდა, როცა მთელ სამტრედიას ვახარებდით და ყველა ზეიმობდა, ამიტომ, დღეს ემოციების შეკავება გამიჭირდა.
მჯერა, ბოლომდე ბრძოლით სამტრედია გულშემატკივარს კიდევ ბევრჯერ გაახარებს, მადლობა ბიჭებს, რომლებმაც დიდებულად ითამაშეს და
ასეთი თამაში დაუფასდათ".