"ტორპედო" ბერძენი ფეხბურთელით გაძლიერდა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ბერძენი ნახევარმცველით გაძლიერდა - კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, მათ რიგებს ვასილიუს კარაგუნისი დაიცავს. 

27 წლის  ფეხბურთელი "ოლიმპიაკოსის" წევრი იყო, თუმცა ბერძნულ გრანდში არ უასპარეზია - სხვადასხვა კლუბში ("არისი", "რეჯინა", აელი") ანათხოვრებდნენ. ამის შემდეგ "ირაკლისში" გადაბარგდა, ბოლოს კი "ერმისში" გამოდიოდა. კარაგუნისი საბერძნეთის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა.

Sportall.Ge

Transfermarkt-ი ქუთაისელთა ახალწვეულის საბაზრო ღირებულებად 250 ათას ევროს  უთითებს.

კახა ჩხეტიანის "ტორპედო" უახლოეს მატჩში, 12 სექტემბერს, "დილას" ესტუმრება. "ტორპედო" ეროვნულ ლიგაში 19 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილს იკავებს.

alt"ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიბრუნა

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ შრიძლრბა ფოთის კოლხეთზე დაწერეთ რამე, ქართული ფეხბურთის აკვანია, მე 3 ლიგაშია გუნდი, სირცხვილია ასე უყურადღებოდ დატოვება, ხომ შეიძლება ერთი ზარი განახორციელოთ და გაგვაგებინოთ ამბავი, ასევე ლანჩხუთის გურიაზე, ჟურნალისტები ხართ და წერა არ უნდა დაგეზაროთ, თქვენ უნდა იაქტიუროთ და პოპულარიზაციას შეუწყოთ ხელი.
ზუკა
14:39 19-08-2021
0

სიახლეები პოპულარული