27 წლის ფეხბურთელი "ოლიმპიაკოსის" წევრი იყო, თუმცა ბერძნულ გრანდში არ უასპარეზია - სხვადასხვა კლუბში ("არისი", "რეჯინა", აელი") ანათხოვრებდნენ. ამის შემდეგ "ირაკლისში" გადაბარგდა, ბოლოს კი "ერმისში" გამოდიოდა. კარაგუნისი საბერძნეთის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა.
Transfermarkt-ი ქუთაისელთა ახალწვეულის საბაზრო ღირებულებად 250 ათას ევროს უთითებს.
კახა ჩხეტიანის "ტორპედო" უახლოეს მატჩში, 12 სექტემბერს, "დილას" ესტუმრება. "ტორპედო" ეროვნულ ლიგაში 19 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილს იკავებს.