ქართული საკლუბო ფეხბურთი კავკასიაშიც ყველაზე დაბალი დონისაა...

AutoSharing Option
ფოტო: თბილისის "დინამოს" "ფეისბუქ" გვერდი

გუშინ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის "პლეი-ოფის" პირველ შეხვედრაში ერევნის "ალაშკერტი" გლაზგოში, "რეინჯერსთან" 0:1 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ სომხური კლუბის ფეხბურთელები 43-ე წუთიდან რიცხობრივ უმრავლესობაში იყვნენ, კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყეს (კარში არცერთხელ) და შოტლანიდიელებმაც გოლი უმცირესობაში ყოფნისას გაიტანეს. იმის თქმა გვინდა, რომ სომხებს განსაკთრებული ფეხბურთი არ უჩვენებიათ, მაგრამ საპასუხო მატჩისთვის ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარუჩნეს და ეგეც რომ არა, ქართული კლუბებისთვის ამდენი წლის აუხდენელ ოცნებას მიაღწიეს და ევროპულ ტურნირზე მაინც ითამაშებენ - კონფერენს ლიგის
ჯგუფური ეტაპი "ალაშკერტს" განაღდებული აქვს.

სანაკრებო ფეხბურთის დონეზე კავკასიის ქვეყნებს შორის მინი შეჯიბრის შუაში ვარ - FIFA-ს რეიტინგში სომხეთი გვისწრებს, ხოლო აზერბაიჯანი ჩამოგვრჩება. საკლუბო დონეზე აზერბაიჯანი რომ გვჯობს, ცოტა ხნის წინ თბილისის "დინამოსა" და ბაქოს "ნეფთჩის" დაპირისპირებაშიც გამოჩნდა. არაფერს ვამბობთ "ყარაბაღის" ცოტახნისწინანდელ მიღწევებზე და იმაზე, რომ დიდი შანსია იმისა, რომ აზერბაიჯანელები 2021/22 წლების სეზონის ევროტურნირებზე წარმოდგენილი ორი გუნდით იყვნენ. ახლა კი ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე სომხური გუნდიც გავიდა.

რასაკვირველია, ეკონომიკური და სხვა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით დასავლურევროპულ კლუბებს ვერც შევედრებით, ახლა კი რომც შევეჯიბროთ, ჩვენი რეგიონის ქვეყნებიც გვისწრებენ. საკლუბო ფეხბურთი ჩვენს ქვეყანაში უკან და უკან მიდის, ან სხვები იმდენად სწრაფად მიდიან წინ, რომ ჩვენი ტემპები არასკმარისია. ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად შენი სისწრაფე წინ მყოფზე უფრო მაღალი უნდა იყოს...

იმავე ტურნირზე ითამაშებს გიბრალტარის ან ლატვიის ჩემპიონატის წარმომადგენელი გუნდი (ერთმანეთს ხვდებიან), ირლანდიის ან ესტონეთის ჩემპიონატის წარმომადგენელი გუნდი (ესენიც ერთმანეთის ეთამაშებიან), ფინეთის ჩემპიონატის წარმომადგენელი გუნდი, შანსებს ინარჩუნებს ლიეტუვური "ჟალგირისი", ყაზახურ კლუბებზე აღარაფერს ვამბობთ...

ქართული კლუბების "მესვეურები" კი აგრესიას გამოხატავენ ქართველი მსაჯების მიმართ, წარუმატებლობას აბრალებენ ნეპტუნის იუპიტერის ზონაში თავხედურად შესვლას, წყლის ქიმიურ ფორმულის ცვლილების შედეგად "გია ჯაჯანიძის შოუს" ასიმპტომურ დეჰიდრადაციას.

ერთადერთი ქართული კლუბი, რომელიც ვითარდება - ბათუმის "დინამო" გახლავთ. განვითარებაში ვგულისხმობთ არა მხოლოდ ევროტურნირებიდან "ღირსეულად" გამოვარდნას, არამედ პირველ რიგში იმას, რომ ამ კლუბმა სტადიონზე გულშემატკივრის მიყვანა შეძლო. ეს ქართული რეალობით დიდ ქალაქებში მნიშვნელოვანი საზომია...

თბილისის "დინამოს" ბოლო წლების პროცესი უჩა ჩაჩხიანის სიმღერის მცირედშეცვლილი სათაურით შეგვიძლია დავახასიათოთ - "ტრიუმფალური სვლა ფსკერისკენ"... რატომ აღვნიშნავთ თბილისის "დინამოს"? ქართული საკლუბო ფეხბურთის სიმბოლო სწორედ ეს გუნდია, თან ჩემპიონი თავისი 1:6-ით.... 1:5-ით.... კლუბის პრეზიდენტმა რეორგანიზაცია ახლა გამოაცხადა, რამდენიმე დღის წინ, ალბათ ფარერებზე ნაჭამი სირცხვილი საკმარისი არ იყო....

ვიცით, რომ ბევრი ფული არ გვაქვს, კონკურენცია დაბალია... მოლდოვის ჩემპიონატის თამაშები გინახავთ ვინმეს? თუ კი, საწინააღმდეგო არ გექნებათ რომ ვთქვათ, ეროვნული ლიგის თამაშები გაცილებით კარგი შესახედი და უფრო სანახაობრივია, მაგრამ ტირასპოლის "შერიფი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ძალიან ახლოსაა და ზაგრების "დინამოს" პირველ მატჩში 3:0 მოუგო, იმ "დინამოს", რომელთანაც "საბურთალო" 2 მატჩის ჯამში 0:5 დამარცხდა, ის "საბურთალო", რომლის მფლობელი და პრეზიდენტი ქართველ მსაჯებს საჯაროდ აგინებს და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს იმ მსაჯს, რომელიც უეფამ ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალის მთავარ არბიტრად დანიშნა... არაპროფესიონალიზმში მსჯებს იმ კლუბის პრეზიდენტი ადანაშაულებს, რომლის გუნდის თამაშებზეც 27 ადამიანი არ დადის...

და კიდევ "ტორპედო", თავისი მიმდინარე ისტორიით...

მოკლედ, რა უნდა მოხდეს კიდევ, რომ ხმამაღლა ვთქვათ, თუ ყელს რა მასაც მოადგა და ასე ყოფნა აღარ შეიძლება?

საჭირო რევოლუციური ნაბიჯებია და არა რევოლუციური რეფორმები. რეფორმები რევოლუციას არ იწვევს, პირიქით არსებულის შენარჩუნებას უწყობს ხელს, არსებული კი რაცაა, კარგად ვიცით. ასეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა კლუბების საქმეა, მაგრამ მსგავსი მოლოდინის ქონა ზედმეტი გულუბრყვილობა იქნება...

ამიტომ, რადიკალური, ერთგვარად ავანტიურისტული სვლები ფეხბურთის ფედერაციამ უნდა გადადგას და მაგალითად, პროფესიონალურ გუნდებს დაფინსება სრულად შეუწყვიტოს, თუ კლუბი გარკვეული ოდენობის კერძო ფულს არ მოიზიდავს (მაგალითად, 1 მილიონ ლარს, ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბის შემთხვევაში). გამოთავისუფლებული თანხები კი, ალბათ, ჯობს ინფრასტრუქტურასა და სფფ-ის აკადემიათა ქსელის გაუმჯობესებასა და გაფართოებას მოხმარდეს, რაც საუკეთესო პროექტია, რაც 21-ე საუკუნის ქართულ ფეხბურთში გაკეთებულა...

ცხადია, ზედა აბზაცში აღნიშნული ვარიანტი ერთი რიგითი მოსაზრებაა და არა ხილული ჭეშმარიტება, მაგრამ ასე არ უნდა გაგრძელდეს, რაღაც უნდა მოხდეს და ისეთი რაღაც, რაც წარუმატებლობის კედლებს დაანგრევს....
მკითხველის კომენტარები / 37 /
არაა ეს ხალხის სადარდებელი. საერთოდ ბიუჯეტიდან უნდა ჩაიხსნას სპორტი და განსაკუთრებით ფეხბურთი
დათო
20 აგვისტო 2021 20:18
2
არ ვეთანხმები ავტორს, ქართული ფეხბურთი არათუ კავკასიის არამედ მსოფლიოს მასშტაბით უმაღლეს დონეზეა, აი მაგლითიც:

2000 წლიდან მოყოლებული დაითვალეთ რამდენი პარლამენტარი, ქალაქების და რეგიონის მმართველები გამოუზარდა ჩვენ წარმატებულ ქვეყანას ქართულმა ფეხბურთმა!!!!!
წინ საქართველოვ!

ინტრიგანი უნდა იყო, ტაბლოზე ქართული გუნდების ანგარიში გაინტერესებდეს ამის შემდეგ!

ვაი ჩვენს ბედს...

პატივისცემით
დიდგორელი
20 აგვისტო 2021 17:40
6
მერე ამის მიზეზი არ იცით რა არის ? ვაჭრობით -ფეხბურთელების გაყიდვით არიან დაკავებულები ! ეროვნული ინტერესი და ეროვნული ღირსება ვისღა ახსოვს !
მანჩო
20 აგვისტო 2021 19:38
2
ვალენსიას დონის მეკარეს დინამო არ ათამაშებდა ჩვენი დონის არახარო . ინგლისის პრემიერლიგის დონის მწვრთნელმა დინამოში ვერ გაქაჩა და რატო ვართ დაბალი დონის ნეტა
ტოტტი
20 აგვისტო 2021 18:08
4
ამ ფედერაციის შემადგენლობით გაგრძელდება “ტრიუმფალური გზა ფსკერისკენ”.
ახალი სფფ.
გოგი
20 აგვისტო 2021 16:53
10
რომან ფიფია !!! მაგარი მენეჯერი რომ გგონია თავი და სულ სხვისი ბრალი რომ გგონია დინამოს გაუბედურება, მამარდაშვილი ლოკომოტივში რომ გაუშვი და მერე ვალენსიაში რომ გადავიდა, მაგ დროს მეკარედ ვინ დაიტოვეთ კვასხვაძე?! ვერაფერს იტყვი უძლიერესი მენეჯერული გადაწყვეტილებაა!!! არაფერი თქვენ არ გეშველებათ სამწუხაროდ!!! ერთ ჩვენ მოძმე ერს ააქვს წყევლა შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო... თქვენ გჭირთ მემგონი...
!!!
20 აგვისტო 2021 19:29
2
რატომ გვისწრებენ როგორ ფიქრობს ფედერაცია ან თუ გინდ ყველაზე მცოდნეეები ფეხბურთში? ყველაფერი რომ მოხვეჭაზეა და არასწორად განვითარდა მთელი ქვეყანა იქედან არის საწყისი. არც ერთ გუნდს რომელიც თბილისს არ ეკუთვნის და არ ჩამოყალიბულა თბილისში არ უნდა ჰქონდეს ბაზა თბილისში. თბილის არ არის მარტო საქართველო. ეხბურთის სწორად განვითარება თუ გინდოდატ, რეგიონებში უნდა გაეხსნა ყველა გუნდს ბაზა, მაგალითად ოზურგეთის მერცხალს და ამ ბაზასთან უნდა დაარსებულიყო საბავშო საფეხბურთო სკოლები. მერე შეიძლებოდა ლაპარაკი რამის მიღწევაზე. თუ ქართულ გუნდებს გადახედავთ ისტორიულად კარგი მლოთამაშეები ყოველთვის რეგიონებიდან ავსებდნენ დინამოს საბჭოთა კავშირის დროს და ყველგან იყო ფეხბურთი განვითარებული ძალიან მთიანი რაიობნების გარდა. ზესტაფონი ზესტაფონში ჯუნ და ვარჯიშობდეს, ბოლნისი ბოლნისში, საჩხერე საჩხერეში... ასევე მოედნებ ი უნდა აშენებულიყო მინიმუმ იმის გათვალისწინებით რამდენი ხალხი ცხოვრობს იმ ქალაქისა თუ რაიონის გარშემო გათვალისწინებით და ამის მიხედვით ამ სტადიობეის გარშემო სავარჯისო მოენები ბავშტა ფეხბურთისთვის. მას დავამატებ ასევე რომ უმეტესად ფეხბურთელები დასავლეთ საქართველოში უფრო იზრდებოდნენ ადრე და თბილისსა და რუსთავში რადგან მე პირადად კახელი ფეხბურთელი მართლა არ მახსოვს, ამ ას გარდა ამ ბაზების და სათანადო სტადიონ ების აშენება და ადგილობრივად ფეხბურთის განვითარება დაეხმარებოდა შიდა ჩემპიონატის მაღალ დონეზე ასვლას და ასევე გულშემატკივრის უფრო ბევრად დაინტერესება და შეჯიბრს მიეცემოდა უფრო მეტი ინტერესი. რეს უმეტესი თამაშებისა თბილისში ტარდება და როგორ ჩამოვა რაიონიდან ან გაფხეკილქვეყანაში ფეხბ ურთის გულშემატკივარი მაგალითად ზესტაფონიდან? უი დამავიწყდა რაიონები ხომ თითქმის სულ გაცარიელდა და ყველა თბილისში ცხოვრობს დღეს... როგორც ქვეყანა განვითარდა ასევე განვითარდა ფეხბურთიც. ამაზი თბილისის ლანდშაფტი დაამახინჯეს საშინელი ნაგებობებით და სუნთქვა სუფთა ჰაერის არ შეიძლება ქალაქში - ამის გამოა რომ ფეხბურთიუც სულს ღაფავს და სხვა სპორტებიც, რომ არა რამოდენიმე ახალგაზრდა კვარაცხელიას თამადობით, იმედი დაკარგული იყო... მთელი ქვეყჰანა თავიდან არის ასაშენნებელი და სწორად ამის გარეშე არც ფეხბურთი იქნება და არც საქართველო მალე...
ნიკო
20 აგვისტო 2021 16:49
0
კახი ასათიანიც თელავშია დაბადებული.მასზე წერდა თურქული პრესა,"გუშინ თამაშობდნენ კახი ასათიანი და თურქეთის ნაკრებიო".საოცარი ტექნიკის და პასის მქონე,1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე ლამაზი ფეხბურთელი.ასევე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი,რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ყვითელი ბარათი უჩვენეს.
სოსო
20 აგვისტო 2021 20:12
1
გულშემატკივარო დააყენეს ნაერი უზრდელობების გულისთვის არის საქართველო ამ მდგომარეობაში. მერე კიდევ გივი ჩოხელი როდის იყო და გრიშიკაშვილის ნაფაფხურებს, ამისულაშვილის ფორმაში მარტო 2 წელი ყოფნას ფეხბურთელობის დაბრალება არ შეიძლება. იაშკამ ითამაშა დიდი ფეხბურთი მეორე ხარისხოვან გუნდებში. 70-იანების და 80-იანის დასაწყისის დინამო კიდევ ევროპას აზანზარებდა. აქ სჯა და ბაასი მიდის შედარებაზე თუ რატომ არის ქართული ფეხბურთ ამ მდგომარეობაში. და რატომ გვჯობია აზერბაიჯანის და სომხეთის ლიგები და ასე შემდეგ. მერე კიდევ 4 კაცი დაასახელე კახეთიდან... ხუმრობ? მთელი საქართველო უნდა განვითარდეს მაგას ვწერ და არა მარტო ცენტრი ასე ვერც ქვეყანა გაფრინდება და ვერც ფეხბურთი. კარგად ბრძანდებოდეთ
გულშემატკივარს
20 აგვისტო 2021 19:49
0
ყველა გამოხმაურება
ამ დიადი სირცხვილის სათავაში დინამო თბილისო დგას ღირსეულად!
რომა რიო
21 აგვისტო 2021 11:23
0
ჯერ "კავკასიური" ფეხბურთი როგორია და იქაც უკან)))
მიხო
21 აგვისტო 2021 16:11
0
აქ მთავარი ის არის რომ ქართველები ეროვნულ ფესვებს სულ დააშორეს და მიმდინარეობს მისი დეგენრაზიცია , ქართული ტელევიზიების და კიდევ "ვიღაცეების" მხრიდან
გიორგი
20 აგვისტო 2021 17:00
21
ეროვნული ფესვები :) რომელი ეროვნული ფესვები ? 10000$ ახალგზრდულ ნაკრებში მოსახვედრად, თუ 5000 $ დინამოში ან ტორპედოში, შემადგენლობაში მოსახვედრად? იქნებ ჯიგრულ-ქართულ პონტში ჩაწყობილი თამაშები? ან ცოლის დების, და ბიძაშვილების კლუბის სტაფში შეტენვა, "ორი კაპიკის" საშოვნელად?
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
20 აგვისტო 2021 17:42
2
ჩააწო რა ამანაც:D ეროვნული ფესვები არა ეროვნული ჩლიქები კიდე :D
kaxa
20 აგვისტო 2021 19:52
5
ინფრასტრუქტურა მორჩით და დაანებეთ მაგ კლუბებს თავი, თავში ქვა უხლიათ.
sddd
20 აგვისტო 2021 16:44
0

სიახლეები პოპულარული