"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" "ტორპედოს" პრივატიზების პროცესს გამოეთიშა

AutoSharing Option
"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგმა" ქუთაისის "ტორპედოს" პრივატიზებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არსებული პირობებით ქუთაისის "ტორპედოს" აუქციონში მონაწილეობას არ მივიღებდით. ბიზნესის მხრიდან პირველი აუქციონის აბსოლუტურმა იგნორირებამ და შედეგად აუქციონის ჩაშლამ კლუბის ამჟამინდელი მეპატრონე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ვერ მიიყვანა იმ აზრამდე, რომ ინტერესის გასაჩენად საჭირო იყო პირობების შეცვლა და ბიზნესის მოთხოვნა-საჭიროებებზე მორგება. გამოცხადდა ახალი აუქციონი პრაქტიკულად იმავე პირობებით, თუმცა გასხვისების ვადამ გადაიწია 15 სექტემბრამდე, რაც კლუბისთვის ასევე დამაზარალებელია.

შესაბამისად, გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ არც ამჯერად მივიღებთ მონაწილეობას ამ აუქციონში.
მეტიც, ქუთაისის "ტორპედოს" ინტერესებიდან გამომდინარე, საერთოდ გამოვერთვებით პრივატიზების პროცესს. ვინაიდან კლუბის გადარჩენისთვის თითოეული დღე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი გასვლა ქუთაისის მერიას მისცემს საშუალებას, ყოველგვარი აუქციონის გარეშე, უმოკლეს ვადებში, პირდაპირ გადასცეს კლუბი მსურველ კომპანიას. წარმატებებს ვუსურვებთ "ტორპედოს" და მის მომავალ ახალ მეპატრონეს".
მკითხველის კომენტარები / 7 /
ალბათ დიდი დეგრადირებული უნდა იყო, რომ ქართულ ფეხბურთში ფული, ბიზნესის საკეთებლად რომ ჩადო. თუ ფეხბურთი გიყვარს და დახმარება გინდა, მაშინ უნდა მოხვიდე და არა ბიზნესისი საკეთებლად. ასეთი შებერტყილი ინვესტორები ყავდა ტორბედოს 50-60 ათასი ხელფასი რომ დაინიშნეს.
ჰავლაბრელი ტიღუა
17:17 02-09-2021
0
მოკლედ კლუბი კი არა სხვათა ფულების ხერხვა-ათვისება-გადამუშავების საამქროა.
ასეთ საამქროს ვინ იყიდის, მერე რომ ნახევარი ქუთაისი პრეტენზიებით მოვიდეს - მე აქ ფული მაქვს დახარჯული, მერე რა რომ არაღრიცხულიო :)
ფეხბურთის ქუთაისელმა მოყვარულებმა საკუთარი სახსრებით შეჰქმენით (ბიუჯეტის ფულიც ხომ თქვენი ჯიბიდან ამოღებულია) ახალი კლუბი, დაივიწყეთ ამ კლუბის საქართველოს 4 გზის ჩეპიონობა და მომავალზე იფიქრეთ,არაფერი არ იქნება ცუდი თუ ერთ ქალაქს 2 კლუბი ექნება.
jango
22:27 30-08-2021
3

სიახლეები პოპულარული