"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" "ტორპედოს" პრივატიზების პროცესს გამოეთიშა

AutoSharing Option
"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგმა" ქუთაისის "ტორპედოს" პრივატიზებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არსებული პირობებით ქუთაისის "ტორპედოს" აუქციონში მონაწილეობას არ მივიღებდით. ბიზნესის მხრიდან პირველი აუქციონის აბსოლუტურმა იგნორირებამ და შედეგად აუქციონის ჩაშლამ კლუბის ამჟამინდელი მეპატრონე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ვერ მიიყვანა იმ აზრამდე, რომ ინტერესის გასაჩენად საჭირო იყო პირობების შეცვლა და ბიზნესის მოთხოვნა-საჭიროებებზე მორგება. გამოცხადდა ახალი აუქციონი პრაქტიკულად იმავე პირობებით, თუმცა გასხვისების ვადამ გადაიწია 15 სექტემბრამდე, რაც კლუბისთვის ასევე დამაზარალებელია.

შესაბამისად, გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ არც ამჯერად მივიღებთ მონაწილეობას ამ აუქციონში.
მეტიც, ქუთაისის "ტორპედოს" ინტერესებიდან გამომდინარე, საერთოდ გამოვერთვებით პრივატიზების პროცესს. ვინაიდან კლუბის გადარჩენისთვის თითოეული დღე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი გასვლა ქუთაისის მერიას მისცემს საშუალებას, ყოველგვარი აუქციონის გარეშე, უმოკლეს ვადებში, პირდაპირ გადასცეს კლუბი მსურველ კომპანიას. წარმატებებს ვუსურვებთ "ტორპედოს" და მის მომავალ ახალ მეპატრონეს".
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა უნდა დაწერო ან თქვა აღარ ვიცი რა,არ ვიცი რეალურად ვინ იყო ეს ალიანს ჯგუფი და რისი გამკეთებელი იყო მაგრამ,ფაქტია უპატრონო ტორპედოში მოსვლის სურვილის გამჟღავნებიდან,რამოდენიმე დღეში გამოჩნდა მეორე მსურველი"დიდი" ამბიციებით,არამარტო გამოჩნდა რაღაც თანხაც მიიტანა გუნდის ვალების ნაწილის დასაფარად მგონი,რავი რა გარანტიით მიქონდა ის თანხა ვინ რას დაპირდა რას გაიგებს კაცი.ტენდერის პირობები რომ,ისეთი იყო ჭკუათ მყოფელი არ გაეკარებოდა ფაქტია,ჟურნალისტებო რთულია ვისთანაც დასასმელია ეს კითხვა რომ დაუსვათ ტენდერის გამომცხადებელ გენიოსებს,სტადიონის,ბაზის და სხვა მატერიალური ქონების გარეშე რატომ უნდა გაუჩნდეს ვინმეს სურვილი იყიდოს ტორპედო?დაფაროს 1000 რჯულის ავანტიურისტის მიერ დაგროვებული დაუსაბუთებელი 3 მილინ ლარამდე და კიდე 600 000 მდე ბიუჯეტში გადაიხადოს?2 ვარიანტია მხოლოდ,ან კორუფცია ან,აბსოლიტური უმეცრება,ჰოდა ეს ტიპები დიდი ალბათობით ოქტომბერში აირჩებიან ქუთაისის მართველობაში თავიდან და გაგრძელდება ისევ ეს ვათხანალია.
ანდრია
18:50 30-08-2021
0
არგინდათ გთხოოვთ გამოძიება არ ჩაატაროთ.თაღლითებს მოუსმინეთ თავს რო გაიმართლებენ და დაბეჭდეთ!! თორე ისე წინ ხედავთ ვერ მივდივაართ რაც ქომაგია იმდღეშია ფეხბურთიც 0
beqa
17:47 30-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული