დავით სხირტლაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

AutoSharing Option
თავდამსხმელი დავით სხირტლაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა, - ამის შესახებ დედაქალაქური კლუბი თავისი საიტით იტყობინება:

"28 წლის ფორვარდი დავით სხირტლაძე "დინამოში" დაბრუნდა. შარშანდელი დედაქალაქური სეზონის შემდეგ სხირტლაძე დანიურ "ვიბორგში" გამოდიოდა. ფორვარდს კარიერის დიდი ნაწილი დანიურ "ორჰუსში" აქვს გატარებული. თამაშობდა დანიურ "სილკებორგში", სლოვაკურ "სპარტაკ ტრნავაში", ლატვიურ "რიგასა" და პოლონურ "არკაში". ასევე უასპარეზია საქართველოს ყველა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში.

სხირტლაძემ კლუბთან შეთანხმება სეზონის ბოლომდე გააფორმა, რის შემდეგაც მხარეები მომავალი თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ნუ კარგი ფეხბურთელია მაგრამ ეს რომ ჰყოლოდათ ევრო ასპარეზზე კარგი იქნებოდა ყოველი შემთხვევისთვის გაბედავას და კუციასზე ათი თავით მაღლა დგას სხირტლაძე მარუშიჩის ტანდემი ძალიან მაგარი იქნებოდა მაგრამ დაიმახსოვრეთ ჩემი კომენტარი გამოიზამთტებს თუ არა დაკრავს ფეხს და დინამოში გამჩერებელი ეს არ არის ამიტომაც არის დინამო რომ გვარცხვენს ყოველ წელს ღმერთმა ქნას და დინამო ბათუმი გახდეს ჩემპიონი მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფურში მაინც მოხვდება
ბბალეშიკ
19:56 31-08-2021
0
ევრო ტურნირებისთვის უნდა დაგემატებინათ, ეხლა რა აზრი აქვს, თან სეზონის ბოლომდე ანუ მომავალ ევრო ტურნირებზეც ვერ დაეხმარება, უაზრო ტრანსფერი
0

სიახლეები პოპულარული