ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

დავით სხირტლაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

AutoSharing Option
თავდამსხმელი დავით სხირტლაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა, - ამის შესახებ დედაქალაქური კლუბი თავისი საიტით იტყობინება:

"28 წლის ფორვარდი დავით სხირტლაძე "დინამოში" დაბრუნდა. შარშანდელი დედაქალაქური სეზონის შემდეგ სხირტლაძე დანიურ "ვიბორგში" გამოდიოდა. ფორვარდს კარიერის დიდი ნაწილი დანიურ "ორჰუსში" აქვს გატარებული. თამაშობდა დანიურ "სილკებორგში", სლოვაკურ "სპარტაკ ტრნავაში", ლატვიურ "რიგასა" და პოლონურ "არკაში". ასევე უასპარეზია საქართველოს ყველა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში.

სხირტლაძემ კლუბთან შეთანხმება სეზონის ბოლომდე გააფორმა, რის შემდეგაც მხარეები მომავალი თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ".

ასევე დაგაინტერესებთ