ქუთაისის მერიამ განცხადება გაავრცელა და ირწმუნება, რომ "ტორპედოს" ახალი მფლობელი გარკვეულია და მალე ყველა პრობლემა მოგვარდება:
"ქუთაისის საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" და მისი ახალი მფლობელები უკვე სამუშაო რეჟიმში არიან. ფაქტობრივად დასრულებულია ხელშეკრულების გაფორმებაც.
კომპანია "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" წარმომადგენლები დღეს კლუბის ფეხბურთელებსა და გუნდის ადმინისტრაციას შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს კლუბის განვითარებაზე, მმართველობის ახალ სისტემასა და მომავლის გეგმებზე. კომპანია აუქციონის პირობების თანახმად, კლუბის ფეხბურთელებს უმოკლეს პერიოდში სრულად აუნაზღაურებს 3 თვის სახელფასო დავალიანებას.
კომპანიის წარმომამდგენლების განცხადებით, კლუბში ყველა სახის პრობლემა მოგვარდება და ფეხბურთელების მთავარი საზრუნავი
"ტორპედოს" სამომავლო მიღწევები იქნება. გუნდის მფლობელები ბავშვთა ფეხბურთის განვითარებასაც ხელს შეუწყობენ. შეიცვლება კლუბის მართვის სისტემა - გუნდთან დაკავშირებულ ყველა საკითხს სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს და გადაწყვეტს.
"ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" წარმომადგენლების განცხადებით, ქუთაისის "ტორპედოს" შეძენის უმთავრესი მიზანია როგორც ფეხბურთის, ისე რეგიონული განვითარების ხელშეწყობა.
კომპანიის წარმომამდგენლების განცხადებით, კლუბში ყველა სახის პრობლემა მოგვარდება და ფეხბურთელების მთავარი საზრუნავი
"ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" წარმომადგენლების განცხადებით, ქუთაისის "ტორპედოს" შეძენის უმთავრესი მიზანია როგორც ფეხბურთის, ისე რეგიონული განვითარების ხელშეწყობა.
საუნივერსიტეტო და საფეხბურთო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება კი, სოციალური პასუხისმგებლობის იდეის პოპულარიზაციას ემსახურება".
"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" "ტორპედოს" პრივატიზების პროცესს გამოეთიშა