"ტორპედოს" ახალი მფლობელი ჰყავს - ქუთაისის მერიის განცხადება

AutoSharing Option
ქუთაისის მერიამ განცხადება გაავრცელა და ირწმუნება, რომ "ტორპედოს" ახალი მფლობელი გარკვეულია და მალე ყველა პრობლემა მოგვარდება:

"ქუთაისის საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" და მისი ახალი მფლობელები უკვე სამუშაო რეჟიმში არიან. ფაქტობრივად დასრულებულია ხელშეკრულების გაფორმებაც.

კომპანია "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" წარმომადგენლები დღეს კლუბის ფეხბურთელებსა და გუნდის ადმინისტრაციას შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს კლუბის განვითარებაზე, მმართველობის ახალ სისტემასა და მომავლის გეგმებზე. კომპანია აუქციონის პირობების თანახმად, კლუბის ფეხბურთელებს უმოკლეს პერიოდში სრულად აუნაზღაურებს 3 თვის სახელფასო დავალიანებას.

კომპანიის წარმომამდგენლების განცხადებით, კლუბში ყველა სახის პრობლემა მოგვარდება და ფეხბურთელების მთავარი საზრუნავი
"ტორპედოს" სამომავლო მიღწევები იქნება. გუნდის მფლობელები ბავშვთა ფეხბურთის განვითარებასაც ხელს შეუწყობენ. შეიცვლება კლუბის მართვის სისტემა - გუნდთან დაკავშირებულ ყველა საკითხს სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს და გადაწყვეტს.

"ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" წარმომადგენლების განცხადებით, ქუთაისის "ტორპედოს" შეძენის უმთავრესი მიზანია როგორც ფეხბურთის, ისე რეგიონული განვითარების ხელშეწყობა.

საუნივერსიტეტო და საფეხბურთო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება კი, სოციალური პასუხისმგებლობის იდეის პოპულარიზაციას ემსახურება".

alt"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" "ტორპედოს" პრივატიზების პროცესს გამოეთიშა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
იმ ვიღაც იტალიელს ხო აჭამეთ ფული, ეხლა ამ რაღაც კომპანიას გაუფორმებთ. ჩაერიცხება სახელმწიფოს პროგრამით გათვალისწინებული ფული და 2-3 თვეში ეგენიც გაქრებიან.
გიორგი
02:25 04-09-2021
9
ესეც თქვენი წინასაარჩევნო დაპირება, თუ ვინმეს გონია რო მართლა მოვიდა ინვესტორი ძალიან ცდებით!!!!!
ocneba
15:02 05-09-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული