"პალესტინის ეროვნულმა ნაკრებმა სანაკრებო პაუზის დროს 2 ამხანაგური მატჩი - ყირგიზეთთან (0:1) და ბანგლადეშთან (2-0) გამართა. ფადი ზიდანმა ორივე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, აქედან ბანგლადეშთან "ტორპედოელმა" ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო.
ზიმბაბვე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს და პირველი მატჩიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წინააღმდეგ გამართეს. "ტორპედოელმა" ალეკ მუდიმუმ აღნიშნული მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. თამაში ფრედ, 0:0
28 წლის ფორვარდი ზიდანი ქუთაისურ გუნდში 5 გოლისა და 2 საგოლე პასის ავტორია. 32 წლის მცველი ინკუმი გასულ სეზონში "სამტრედიის" რიგებში გამოდიოდა, "ტორპედოში" კი 17 მატჩში 1 გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს.
"ტორპედოს" ოფიციალური გვერდი კიდევ ერთ ინფორმაციას ავრცელებს - 18 წლის მეკარე დავით ასათიანი წლის ბოლომდე, იჯარით "ზესტაფონში" ითამაშებს, რომელიც ეროვნულ ლიგა 4-ში გამოდის.
ქუთაისელთა მეკარეებს რაც შეეხება, გუნდში ახლა როინ კვასხვაძე, დინო ჰამზიჩი და ლევან შოვნაძე არიან. "ტორპედო", რომელიც ეროვნულ ლიგაში მე-9 პოზიციაზეა, 12 სექტემბერს გორის "დილას" ესტუმრება.