ბათუმელთა ხელიდან გაშვებული და "თელავის" ისტორიული გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 12 სექტემბერს, ერთთვიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგა ოთხი მატჩით განახლდა.

ფოთში „შუქურა“ და „სამგურალი“ დაზავდნენ - 0:0.

„თელავმა“ საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა თბილისის „დინამო“. გოლი 49-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილმა გაიტანა. „თელავმა“ თბილისის „დინამოს“ პირველად სძლია და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

სიურპრიზი შემოგვთავაზა „ტორპედომ“, რომელსაც სპონსორი გამოუჩნდა - გორში ერთ-ერთ ლიდერ „დილას“ 2:1 მოუგო. 22-ე წუთზე სტუმრები ბაქარ მირცხულავამ დააწინაურა, 52-ე წუთზე ლუკა გუგეშაშვილის კარი ირაკლი ზარიამ დალაშქრა, ხოლო 90+2-ე წუთზე ერთი საპასუხო გოლი პენალტით ირაკლი ბუღრიძემ გაიტანა.

ბათუმის „დინამო“ თბილისში
„საბურთალოსთან“ ფრეს დასჯერდა (1:1). სტუმრები მე-2 წუთზე ჯოვინო ფლამარიონიმ დააწინაურა, 48-ე წუთზე იური ტაბატაძემ ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში აჭარული გუნდი განუწყვეტლივ უტევდა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ოთო გოშაძე. მართალია, ბათუმის "დინამომ" გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა, მაგრამ თბილისის "დინამო" 3 ქულით ჩამოიტოვა.

ეროვნული ლიგის 24-ე ტური 15-16 სექტემბერს გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 4 /
არაფერი მწვრთნელი ეგ გეგუჩაძე არაა და არ მიჯერებთ, წელსაც ვერ გახდის ბათუმს ჩემპიონს.
1
ბათუმის და თბილისის დინამოს შეხმატკბილებული “გამაზვები” გამოსაძიებელია....
კობის და ვიდაც ეხება
01:08 13-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული