ფიფია: "დინამოში" ამ დონის პროფესიონალებს ერთად არასდროს უმუშავიათ!

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" სპორტული მიმართულების ახალ ხელმძღვანელად საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრე რეხვიაშვილი წარადგინა. გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ კახა ცხადაძემ გუნდთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

რომან ფიფია: "ზაზა დოლიძე ბიზნეს-მიმართულებით იმუშავებს,
კლუბს ასევე, ფინანსური დირექტორიც ეყოლება.

"დინამოს" მმართველი ე.წ. "ბორდი" იქნება, რაც სრულიად ახალი ტიპის სტრუქტურაა.

ცხადაძისა და რეხვიაშვილის დონის პროფესიონალებს "დინამოში" ერთდროულად არასდროს უმუშავიათ."

ალექსანდრე რეხვიაშვილი: "ძირითადი გათვლა "დინამოს" აკადემიაზე იქნება, გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ კი შესაძლებელია, ის ბიზნეს-პროექტად იქცეს და კლუბს დამატებითი შემოსავალი მოუტანოს."

კახა ცხადაძე: "დინამო" ყველას
საყვარელი კლუბი იყო, ახლა კი ერთგვარ სიძულვილის მიმართულებად გადაიქცა.

ჩვენ არსებული რესურსით მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ, შემდეგ კი არაერთი ისეთი ფეხბურთელის დამატება იგეგმება, უკანასკნელ წლებში საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი წევრები რომ იყვნენ."

altბათუმელთა ხელიდან გაშვებული და "თელავის" ისტორიული გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 27 /
2030 წელი ჩემპიონთა ლიგის ფინალი დინამო.თბილისი-ქუთაისი. ტორპედო . ვისაც არ გჯერათ მოითმინეთ . ამხანაგი კახაბერ კუჭავა, ფიცავ არქიფო ბიძიას ...
სიმართლე
22:44 14-09-2021
3
ქოცმაცუნების ზღაპრების გაგრძელება ... ამხანაგი კახა კუჭავა .... ვავა ვავა
დათო
22:40 14-09-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული