ფიფია: "დინამოში" ამ დონის პროფესიონალებს ერთად არასდროს უმუშავიათ!

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" სპორტული მიმართულების ახალ ხელმძღვანელად საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრე რეხვიაშვილი წარადგინა. გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ კახა ცხადაძემ გუნდთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

რომან ფიფია: "ზაზა დოლიძე ბიზნეს-მიმართულებით იმუშავებს,
კლუბს ასევე, ფინანსური დირექტორიც ეყოლება.

"დინამოს" მმართველი ე.წ. "ბორდი" იქნება, რაც სრულიად ახალი ტიპის სტრუქტურაა.

ცხადაძისა და რეხვიაშვილის დონის პროფესიონალებს "დინამოში" ერთდროულად არასდროს უმუშავიათ."

ალექსანდრე რეხვიაშვილი: "ძირითადი გათვლა "დინამოს" აკადემიაზე იქნება, გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ კი შესაძლებელია, ის ბიზნეს-პროექტად იქცეს და კლუბს დამატებითი შემოსავალი მოუტანოს."

კახა ცხადაძე: "დინამო" ყველას
საყვარელი კლუბი იყო, ახლა კი ერთგვარ სიძულვილის მიმართულებად გადაიქცა.

ჩვენ არსებული რესურსით მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ, შემდეგ კი არაერთი ისეთი ფეხბურთელის დამატება იგეგმება, უკანასკნელ წლებში საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი წევრები რომ იყვნენ."

altბათუმელთა ხელიდან გაშვებული და "თელავის" ისტორიული გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 27 /
რაო საქართველოს ნაკრებში ნათამაშები ფეხბურთელებით გავძლიერდებითო.ისე არაფერი ეშველება დინამოს. სირცხვილია როდემდე უნდათ ჩვენი დინამო ასეთ უბედურ დღეში ამყოფოს.
ისიდორე
13 სექტემბერი 2021 22:50
1
რომან ფიფიათ ულიმიტო აფერისტია
დაT
13 სექტემბერი 2021 22:22
0
მე რუსთავიდან ვარ, მაგრამ როგორც ჩემი ქალაქის გუნდს, ის ვგულშემატკივრობ ყველას... - წარმატება მახარებს და წარუმატებლობა მტკივა... - რა გავაკეთოთ ჩვენ? ვისაც ქართული ფეხბურთი გვიყვარს? კობიაშვილის გოლმა ხორვატიასთან ყველაზე ბედნიერ ადამიანად გამხადა მსოფლიოში... შოთა რომ აიაქსში წავიდა... ჩივაძის გოლი, ლივერპულის დამარცხება, ჩვენი ვიტალი... კალაძეს ლიგები... ჩვენ რა ვიღონოთ, იმათ, ვისაც გულით და უანგაროთ გვიყვარს ქართული?
ირაკლი
13 სექტემბერი 2021 21:32
0
ვნახავთ ევროტურნირებზე შედეგებს,თუ გავიდა დინამო.
levan
13 სექტემბერი 2021 21:09
2
ფარერებთან რო გაფარჩაკდები, ხალხიგან პატივისცემას როგორ ითხოვთ? შუბლ ძარღ გაწყვეტილებო
irakli
13 სექტემბერი 2021 20:55
1
ცხადაძისა და რეხვიაშვილის დონის პროფესიონალებს "დინამოში" ერთდროულად არასდროს უმუშავიათ." - ამას ამბობს კაცი თითქმის 100 წლის ისტორიის კლუბზე დინამოზე. თან ასეთი ცუდი დინამო, რაც დღეს არის ისტორიას არ ახსოვს.
gio
13 სექტემბერი 2021 20:42
0
გუშინ წააგეს თელავთან, ვინც არ იცის...
პროფესორ
13 სექტემბერი 2021 20:12
3
ტიპი თან გვეღადავება. ვინაა ბიჭო პროფესიონალი, შეენ?
გიორგი
13 სექტემბერი 2021 18:47
3
ლაივში ვუსმინე და სტაბეჭდილება დამრჩა: ფიფიას მორიგი ტრიუკი და ახალი რგოლი ნეგატივის ასაცილებლად; რეხვიაშვილი უტოპიურად საუბრობს, მთვარეზეა; ცხადაძე თავისი ამპლუიდან გამოსულია და სტრატეგიას გადაწვდა კლუბის.
ქომაგი
13 სექტემბერი 2021 18:38
0
უკანასკნელ წლებში საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი წევრები რომ იყვნენ."-

-ნაკრების თამაშს რომ ვუყურებდი უკანასკნელ წლებში ვსვამდი, რომ ფხიზელს არ მეცქირა ამ უბედურებისთვის (არადა გული არ გიშვებს რომ არ უყურო). ეხლა ეტყობა ამათმა დინამოს ქომაგების გალოთება გადაწყვიტეს, აბა ნაკრების ყოფილ ფეხბურთელებს რომ მოიწვევ, სხვა მიზანი რა უნდა გქონდეს?
ჰაჰა
13 სექტემბერი 2021 18:36
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული